სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა აქტიურად იყენებს ყველა არსებულ რესურსს“ -ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
02-04-2020
-
+


ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური სწავლებისთვის სკოლა აქტიურად იყენებს ყველა არსებულ რესურსს - სოციალურ ქსელებს, Microsoft Teams-ს, სატელეფონო კავშირებს და ახალ ქართულ პლატფორმას-Feedc edu-ს. 

„ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, გამონაკლისი არც ჩვენი სკოლაა. ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტია, დავიცვათ მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჯანმრთელობა, მათი უსაფრთხოება და ამავდროულად, გამოვძებნოთ გზები სწავლა-სწავლებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა ყველა ღონისძიებას ახორციელებს მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობის ამაღლების მიმართულებით და გადასულია დისტანციურ სწავლებაზე.

დისტანციურ სწავლებაზე სკოლა აქტიურად იყენებს ყველა არსებულ რესურსს; სოციალურ ქსელებს, Microsoft Teams-ს, სატელეფონო კავშირებს და ახალ ქართულ პლატფორმას-Feedc edu-ს.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეა პროექტი ,,ტელესკოლა“, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოსწავლისათვის ინტერნეტკავშირის გარეშეც. მოსწავლეებს დამრიგებლებმა „ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილი მიაწოდეს.

მინდა ვთხოვო მშობლებს, აქტიურად ჩაერთონ დისტანციური სწავლების პროცესში, ვიყოთ ერთმანეთთან კომუნიკაციაში, ერთად შევუწყოთ ხელი ბავშვებს სირთულეების დაძლევაში. მშობლების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება სკოლასა და მოსწავლეს შორის ეფექტური კავშირის არსებობა. გისურვებთ ჯანმრთელობას“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 36 კურსდამთავრებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება