სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის მიმართვა და თხოვნა კოლეგა მასწავლებლებს: რა ინიციატივაზე საუბრობს მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი?
01-04-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებს და უნივერსიტეტების პროფესორებს მიმართავს. 

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, მასწავლებლის სახლი იწყებს ონლაინ ჩართვებს, სადაც როგორც მასწავლებლებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება დასვას კითხვა და ცენტრის წარმომადგენლისგან მიიღოს პასუხი.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ეხმიანება მთავრობის ინიციატივას და მოწოდებას „დარჩი სახლში“ და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებს, უნივერსიტეტების პროფესორებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა მშობლებს სთავაზობს მრავალფეროვან, განახლებულ სასწავლო რესურსებს, საგანმანათლებლო რესურსებს ონლაინ რეჟიმში. მეტიც, იმისთვის რომ ამ რესურსების ათვისება და გააზრება უფრო კარგად მოხდეს ჩვენი ცენტრის კონსულტანტები წინასწარ დათქმულ დროს ლაივ რეჟიმში გამართავენ შეხვედრებსა და დისკუსიებს, სადაც მასწავლებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მათთვის საჭირო საკითხებზე დასვან კითხვები. 

ბოლოს მინდა გამოვეხმაურო მოწოდებას და მეც ვთხოვო ჩემს კოლეგა მასწავლებლებს, დარჩით სახლში“,- აცხადებს ვიდეო მიმართვაში ბერიკა შუკაკიძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება