სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

„ახლა გამოცდას ვაბარებთ...“ - შალვა ამონაშვილის მიმართვა
20-03-2020
-
+


კორონავირუსთან დაკავშირებით აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და შეცვლილ ცხოვრების წესთან დაკავშირებით რჩევებს გვიზიარებს. 

ამონაშვილი, რომელიც თავადაც სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება, ამ დროის სასარგებლოდ გამოყენებას გვირჩევს. „დრო გვეძლევა ცხოვრების აზრი შევიმუშავოთ“ - ამბობს მიმართვაში. 

„აი, რას ვიზამდი - ავუხსნიდი ოჯახის წევრებს სიყვარულს. გავხდებოდი გულახდილი და მათაც ასეთს გავხდიდი. კორონავირუსი წარსულს ჩაბარდება. ის კი წავა, მაგრამ ჩვენ როგორ ჩავბარდებით მომავალს? - ეს გამოცდა გვიდგას სახლში. 

ვფიქრობ როგორ უნდა ჩემი ცხოვრება, როცა ეს ყველაფერი უკან დარჩება, რა უნდა დამრჩეს სამაგიეროდ? - რას გამორჩებით, რომ გამუდმებით შოკში იყოთ? - სხვა რამეზე უნდა იფიქროთ, როგორი ცხოვრების წესი ავაგოთ, ახალი ადამიანები გავხდეთ, ხომ არ დადგა დრო რომ აუჩქარებლად ერთმანეთს გული გავუხსნათ. ახლა შეგვიძლია ვიმუშაოთ და ვიურთიერთოდ. ადრე კი სამსახურში გარბოდით, არცერთი იყავით სახლში და დრო სხვა საქმეებს მიჰქონდა. 

ახლა გამოცდას ვაბარებთ, საუკეთესო განცდებში: მოთმინებაში, დათმობაში, სიხარულში, სიმშვიდეში, იმედსა და რწმენაში. ამიტომ ეს დრო ამაში უნდა გამოიყენოთ. შეკრების დრო დაგვიდგა - შევაგროვოთ განძი - სიყვარული და მოთმინება.

როგორ მოექცეთ ბავშვებს, როგორ დააკავოთ ისინი?

ბავშვებს დაკავება არ უნდათ, თქვენ უნდა დაკავდეთ ბავშვებით. როგორ? - მეტი იკითხეთ, მეტი ისაუბრეთ, ეფილოსოფესთ - ცხოვრების ანი და ბანი აუხსენით. ნახეთ მათთან ერთად ფილმები, წაიკითხეთ წიგნები, ითამაშეთ. იყოს აურზაური სახლში. ასე, მეტი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდება თქვენს შორის. სკოლაშიც ეყოფათ ჩიჩინი. ვიდეოგაკვეთილზე თქვენც მიუსხედით გვერდით, ნახეთ რას უხსნიან და რას პასუხობენ ბავშვები. 

კორონავირუსის იმუნიტეტიც გამომუშავდება და წამალიც გამოჩნდება. მაგრამ ყველაზე დიდი იმუნიტეტია - სულის სიმდიდრე. ახლა მთელი პლანეტა სულის სიდუხჭირის გამოცდას გადის, გვაკლია სულიერება.  მასში კი ჩართულია რწმენა, იმედი, სიყვარული, დათმობა. 

ყველა ჩვენგანმა ვიცით რა გვაკლია და რითი ვართ მდიდარი - თუ ჩაიხედავთ დაინახავთ, რა ცოტა გაქვთ მოთმინება, დათმობის უნარი, რამდენად გაკლიათ სიმშვიდე. 

მიუჩვეველი ვართ ამ მდგომარეობას, ხანდახან შეიძლება გავიპაროთ სახლიდან და მთებისკენ, ბუნებაში გავეშუროთ. ბუნება არც კორონავირუსს გადაგვდებს და არც სხვა სენს. სუფთა ჰაერი გამოგვაჯანმრთელებს. 

დღეს 20 მარტია - ბედნიერების საერთაშორისო დღე. ბედნიერება რომ გისურვოთ, ეს მარტო სურვილად დარჩება. გამოჭედეთ საკუთარი ბედნიერება, ის თქვენს ხელთაა, თქვენს ხასიათსა და ურთიერთობებშია ჩადებული. მთელი გულწრფელობით გისურვებთ, წარმატებას მიაღწიოთ ამ კეთილ საქმეში“ - მიმართავს საზოგადოებას ამონაშვილი. 

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება