სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

საუკეთესო ცხრა ''ეტალონელს'' შორის ერთ-ერთი მონაწილე ნათია ფანცულაია ''ეტალონის'' საზეიმო ფინალზე განცდილ სიხარულს გვიზიარებს
13-07-2017
-
+


''სამგორის ეტალონი მოსწავლე'' თბილისის N83 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნათია ფანცულაია ‘’ეტალონის’’ გრანდიოზულ ფინალზე მე-8 ადგილზე 85 ქულით გავიდა. 

მე-8 ადგილისთვის პრიზი თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა დააწესა.

აღსანიშნავია, რომ მე-6, მე-7 და მე-8 ადგილზე გასულ მოსწავლეებს თანაბარი 85-85 ქულა ჰქონდათ. ნათია ფანცულაიას მერვე ადგილზე გასვლა კი მხოლოდ რამდენიმე წამმა გადაწყვიტა.

როგორც თავად ნათია აღნიშნავს, ‘’ეტალონმა’’ მას თავდაჯერებულობა შემატა:

“არ ველოდი ნამდვილად. საუკეთესო 9 მოსწავლეს შორის რომ მოვხვდი, ძალიან გამიკვირდა. ძალიან მომწონს ‘’ეტალონი’’. იმ მომენტში როცა გამომაცხადეს, გაოგნებული ვიყავი და მხოლოდ ფინალის დასრულების შემდეგ გავაცნობიერე, რაც მოხდა. ინტელექტ-შეჯიბრი საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს აერთიანებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ‘’ეტალონმა’’ პირველ რიგში თავდაჯერებულობა შემმატა.”

ნათია ფანცულაიას დედა ნანა კვარაცხელია შვილს ახასიათებს, როგორც კეთილ, მეგობრების მოყვარულ და შრომისმოყვარე გოგონას:

„გარდა იმისა, რომ სკოლაში კარგად სწავლობს, ნათიას უნდა რეჟისორი გამოვიდეს და თეატრალურ წრეზე დადის. ნათია ძალიან უბოროტო, მეგობრების მოყვარული, შრომისმოყვარე გოგოა. ჩემი აზრით, ‘’ეტალონი’’ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ინტელექტ-შეჯიბრმა დიდი სტიმული მისცა ჩემს შვილს. გახდა უფრო თავდაჯერებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული. “

‘’ეტალონის’’ ტრენერის და ნათიას ფიზიკის მასწავლებლის მარიამ ბერიძის თქმით,  განათლებისთვის და წარმატებისთვის ‘’ეტალონი’’ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია:

„მე ნათიას ფიზიკას ვასწავლი და იგი ერთ-ერთი უძლიერესი მოსწავლეა. საატესტატო გამოცდებზეც ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. აქტიური, ნაკითხი, განათლებული და მეგობრების მიმართ კარგად განწყობილი გოგოა ნათია. ‘’ეტალონი’’ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იგი მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს. ჩვენს სკოლაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ ინტელექტ-შეჯიბრში. წარმატებებს ვუსურვებ ამ პროექტს. განათლებისთვის და წარმატებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.“

თბილისის N83 სკოლის დირექტორი ნინელი ადამაშვილი ნათიას კეთილშობილ, სამართლის მოყვარულ და ინტერესიან მოსწავლედ ახასიათებს:

„ნათია ძალიან კეთილშობილი ბაშვია, სამართლის მაძიებელი. ყველა საგანს ძალიან კარგად სწავლობს. მოსწავლეა, რომელიც იბრძვის შედეგისთვის. ნათია ძალიან ინტერესიანია. ‘’ეტალონი’’ ბავშვებს საკუთარ ძალებში არწმუნებს. ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობის შემდეგ, მოსწავლე უფრო თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და რეალიზებული ხდება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.“

შეგახსენებთ, რომ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალი ბათუმში, 24 ივნისს, საზაფხულო თეატრში ჩატარდა. 83 ''ეტალონი მოსწავლე'' ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება