სიახლეები
სიახლეები

ამ კვირაში 4 ზოდიაქოს ნიშანია იღბლიანი, მაგრამ თევზებს წარმატებაში ვერავინ შეედრება - ვის მართებს სიფრთხილე?
04-03-2020
-
+


ამ კვირის მეორე ნახევარი უკეთესი იქნება, ვიდრე პირველი. ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები კვირის ბოლოს გადაიტანეთ.

ოთხშაბათი და ხუთშაბათი ითხოვს დიდ ყურადღებას. ოთხშაბათს მერკური გადაინაცვლებს მერწყულში. ორიგინალური იდეები, რეფორმატული სულისკვეთება და დემოკრატიული პრინციპები წინა პლანზე წამოიწევს. ხუთშაბათს კი ვენერა გადადის კუროს ზოდიაქოში, რაც ნიშნავს იმას, რომ მოიმატებს რომანტიკულობა, ემოციურობა და ერთგულობის ფაქტორიც გაძლიერდება.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, მარტისთვის დამახასიათებელი ცვალებადი ამინდის გამო, არცთუ ისე კარგი ვითარებაა, თუმცა კრიტიკული არა. ნუ შეგაშინებთ კორონა.

გაეცანით, თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზს:

ვერძი: თქვენ ენერგოდეფიციტს განიცდით, განვითარების ერთწლიან ციკლს ამთავრებთ. ამიტომ ახალი საქმეები არ დაიწყოთ, ძველი საქმეები დაასრულეთ. ინტუიცია გეხმარებათ სწორ გადაწყვეტილებების მიღებაში. ჭორები და ფარული მტრებიც აქტიურდებიან, ამიტომ ფრთხილად გაიარეთ ეს კვირა.

კურო: თქვენთვის კარგი პერიოდია, აქტიურდებით. წინსვლის საშუალება გეძლევათ, თუმცა 5 მარტამდე ცოტა დაძაბულობა გექნებათ კოლეგებთან, ამიტომ მეტი ტაქტიკა გამოიჩინეთ ურთიერთობაში. საქმიანი კუთხით კი კარგი დროა.

ტყუპები: საქმისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ, თუმცა ენერგოტონუსი დაბალია. ამ კუთხით ცოტა პარადოქსული ეს კვირა  თქვენთვის. ამიტომ უნდა შეახამოთ მუშაობა დასვენებასთან. კარგი შესაძლებლობები არ გაუშვათ ხელიდან, მაგრამ არ გადაიღალოთ. საუკეთესო კვირაა ილუზიებისგან და იმ ურთიერთობებისგან გასათავისუფლებლად, რომლებიც ხელს გიშლიან წინსვლაში.

კირჩხიბი: თქვენი იმუნიტეტი ერთ-ერთ უმაღლეს ნიშნულზეა, აქტიურები ხართ. არ გაქვთ სიზარმაცის უფლება. თქვენი დროა, საქმიანი კონტაქტებისთვის ძალიან კარგი პერიოდია. სამსახურსა და სახლში, ნებისმიერ რთულ საკითხს ადვილად მოაგვარებთ. ფინანსურადაც კარგი დღეები გაქვთ.

ლომი: გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თქვენც, საქმიანი კუთხით წარმატების შანსი, თუმცა ენერგიის დეფიციტი გაქვთ. ეს ორი ერთმანეთთან ზომიერად უნდა შეაზაოთ. შეგიძლიათ სარფიანი ხელშეკრულებები დადოთ.

ქალწული: ძალიან შარმიანი და შრომისუნარიანი ხართ, დიდი წარმატების შანსი გიჩნდებათ. მავნე ჩვევებისა და ხელის შემშლელი ურთიერთობებისგან გათავისუფლების შესაძლებლობებიც გაქვთ. ერთ-ერთი პრიორიტეტული ნიშანი ხართ, თქვენი შიდა ფსიქოლოგიური პრიორიტეტებიც კი თქვენთვის სასიკეთოდ იცვლება. იმოქმედეთ.

სასწორი: არავითარი დაპირებები, ხელშეკრულებები და მნიშვნელოვანი გარიგებები. ამას უკუჩვენებები და პრობლემები მოჰყვება. თუმცა ამ პერიოდში შეძლებთ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან ურთიერთობას, თუ რაიმე პრობლემა გქონდათ აქამდე. ეს არის ურთიერთობების დალაგების დრო.

მორიელი: ერთ-ერთი ფავორიტი ხართ, ყველაფერი გამოგდით. შარმიანი, აქტიური, ამას თქვენც და სხვებიც იგრძნობენ. მატერიალური და პარტნიორული კუთხით გაუმჯობესდება თქვენი მდგომარეობა. თუმცა თქვენი ხიფათიც სწორედ ეს არის, იმდენად კარგად გაქვთ ყველაფერი, რომ მოიმატებს სხვების მხრიდან წაქეზება და თუ თქვენ აჰყვებით ამ ცდუნებას, რასაც მოჰყვება უზარმაზარი  ფინანსური და შინაგანი ხარჯი.

მშვილდოსანი: დიდი დრო დაუთმეთ ოჯახს. საქმისთვის და კონტაქტებისთვის ნაკლებად წარმატებული დროა. ამიტომ ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენეთ ეს დრო. 12 მარტიდან კარგი პერიოდი დაგეწყებათ.

თხის რქა: თქვენც ამ კვირის ფავორიტებში ხართ. პოპულარული ხდებით, ყველა დონეზე პოზიტიური შესაძებლობები გაქვთ. ყველაფერი ახალი კარგად გამოგივათ. მატერიალური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ. იღბლიანი ხართ ამ კვირის განმავლობაში.

მერწყული: ნუ გადაიღლებით და სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ. მოულოდნელი ტენდენციების ალბათობა დიდია, სპონტანური ფინანსური ხარჯები შეიძლება შეგხვდეთ. მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაიწყებთ, თუმცა მიტოვებული საქმეები შეიძლება დაასრულოთ. ეს იქნება თქვენთვის პრიორიტეტული.

თევზები: თქვენ ყველაზე წარმატებული ხართ, ამ კვირის მთავარი ვარსკვლავი. არც ერთი ზოდიაქოს ნიშანი არ არის ისეთი იღბლიანი, როგორც თქვენ ამ კვირაში. ვერავინ შეგედრებათ წარმატებაში. თქვენი დროა, ყველა კუთხით წარამატების მიღწევას შეძლებთ, ამიტომ იაქტიურეთ.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საცდელს ტესტირებას NAEC 4 სექტემბერს ჩაატარებს - დეტალური ინსტრუქცია

სასწავლო გრანტი 293-მა სტუდენტმა მოიპოვა ან გაიუმჯობესა - იხილეთ კონკურსის შედეგები

 ბაღებში სააღმზრდელო წელი 15 სექტემბრიდან იწყება - ოფიციალური ინფორმაცია

რჩევები სასწავლო წლის დასაწყისს ნაკლებად სტრესულს გახდის მშობლებისთვისაც

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„მეამაყება, რომ ჩვენი მოსწავლეები არ ემზადებიან კერძო რეპეტიტორებთან და სკოლის ცოდნით ირიცხებიან უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში“

„როგორც ხელმძღვანელი, ვისურვებდი, არ მოგვკლებოდეს მონდომებული, სწავლაზე ორიებტირებული მოსწავლეები“...

„მადლობას ვუხდით ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს“... 

„თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს, მეგობრებს მუდამ ეამაყოთ თქვენი ღირსეული ნაბიჯებით“...

საინტერესო

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

სიახლეები
საზოგადოება