სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში პროფესიული განათლების შეტანის მსურველებისთვის საკონკურსო განაცხადების მიღება იწყება
04-03-2020
-
+


განათლების სამინისტრო პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის (WSD პროგრამა) ფარგლებში საკონკურსო განაცხადების მიღებას იწყებს.

პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განხორციელების მიზნით მიღება ცხადდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ყვარელი, ახმეტა, თეთრიწყარო, წალკა, დმანისი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხონი, ტყიბული, ჭიათურა, ხაშური, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ამბროლაური, ონი, ცაგერი და ლენტეხი.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადის ფორმა;
  • ბიუჯეტის დანართი;
  • პარტნიორი საჯარო სკოლის ხელმძღვანელის წერილი (რომლითაც დასტურდება, რომ სკოლას აქვს სურვილი, კონკრეტულ კოლეჯთან/უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განახორციელოს წარმოდგენილი კურსი);
  • ბენეფიციარ საჯარო სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმი;
  • ბაზრის კვლევის ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია;
  • კურსის განსახორციელებლად გამოყოფილი სივრცის/ოთახის ამსახველი ფოტო ან/და ვიდეო მასალა.

წარდგენილ განაცხადებს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შექმნილი კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განხილვის საფუძველზე, მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი:

  • კურსის დაფინანსების შესახებ;
  • კურსის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (რაც გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი არგუმენტაციით);
  • რეკომენდაცია კურსის შინაარსის/ბიუჯეტის კორექტირების შესახებ;
  • კურსის დაფინანსების შესახებ მოთხოვნილი ოდენობისგან განსხვავებული ოდენობით (დაწესებულების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში).

პროფესიული განათლების ინკლუზიურობისა და WSD პროგრამის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით უპირატესობა მიენიჭება განაცხადს, რომელიც:

  • კონკრეტული კურსით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს ახლომდებარე საჯარო სკოლის მოსწავლეებს (ე.წ. „ჰაბი სკოლის“ მოდელის გათვალისწინებით);
  • მორგებული იქნება მოსწავლეთა პროფესიულ ინტერესებსა და საჯარო სკოლების საჭიროებებს;
  • გათვალისწინებული იქნება პროგრამის შეფასებისა და მონიტორინგის პროცესის რეკომენდაციები (მათ შორის შინაარსობრივ და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებთან მიმართებაში);
  • მორგებული იქნება მუნიციპალიტეტის/ადგოლობრივი თემის შრომის ბაზრის საჭიროებებს.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 16 მარტი.  დანართის სახით იხილეთ: განაცხადის ფორმა, ბიუჯეტის დანართი და საინფორმაციო ბუკლეტი პროგრამის შესახებ. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვართეთ: workskillsinschool@gmail.com, ფეისბუქზე: VETinSCHOOL

სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინიციატივას წარმოადგენს, რომლის მიზანიც არის სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიის არჩევის პროცესში დახმარების გაწევა, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა. პროგრამა 2017 წელს ამოქმედდა და ის უკვე გაიარა 15.000-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ. პროგრამის განხორციელების პროცესში კი ჩართულია 35-მდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლი დაწესებულება და 600-ზე მეტი საჯარო სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება