სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა გადამზადების კუთხით აუდიტის სამსახურმა დარღვევები აღმოაჩინა
03-03-2020
-
+


66 371-დან 8 839 დატრენინგებული -  მასწავლებელთა გადამზადების არცთუ სახარბიელო სტატისტიკა აუდიტის სამსახურის 2018 წლის დასკვნაში აისახა. ანგარიშის შეფასებით, დარღვევები უარყოფით გავლენას ახდენს სისტემის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე.  

კერძოდ, ევროსაბჭოს ქარტიის მიხედვით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მასწავლებლები, განათლების სფეროში დასაქმებული პერსონალი და ტრენერები სამოქალაქო და ადამიანის უფლებების შესახებ აუცილებელი დაწყებითი და განგრძობითი ტრენინგებით. მათ უნდა შეიძინონ საფუძვლიანი ცოდნა და აღქმა სფეროსა და სწავლა-­სწავლების მეთოდების ძირითადი ამოცანებისა და პრინციპების შესახებ, ისევე, როგორც თავიანთი სფეროს შესაფერისი სხვა საკვანძო უნარები.

ევროკომისიის დოკუმენტის მიხედვით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა კომპეტენციები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

  • საგნის ცოდნა - რომლის გარეშე შეუძლებელია სასწავლო მიზნების შერჩევა და მათ მისაღწევად აქტივობების დაგეგმვა;
  • სასწავლო გეგმის შინაარსი - მასწავლებლებს ასევე მოეთხოვებათ სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული დამატებითი საკითხების ცოდნაც - სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული საკითხები, ასევე დემოკრატიის ინსტიტუციონალური ჩარჩო, კონსტიტუცია, ადამიანთა და სამოქალაქო უფლებები;
  • სწავლების მეთოდები - სწორი სახეობების განსაზღვრა და მათი გამოყენების დრო;
  • მართვა და უნარ­-­ჩვევები − როგორ დაამყარონ კავშირები და ჩაერთონ ადგილობრივ საზოგადოებრივ საქმიანობაში, როგორ გაამხნევონ მოსწავლეები და ჩართონ ისინი სასკოლო ცხოვრებაში;
  • ასახვა და განვითარება - სამოქალაქო განათლება დინამიკური პროცესია, რისი მიღწევაც შესაძლებელია მასწავლებელთა პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების ტრენინგით.

მასწავლებელთა საჭირო ტრენინგებს უზრუნველყოფს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2018 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 66,371 მასწავლებელი, რომელთა 87%-ს არ აქვს გავლილი ტრენინგი სამოქალაქო და უსაფრთხოების მიმართულებით. ხოლო სამოქალაქო განათლების 4,630 მასწავლებლიდან, ტრენინგი გავლილი აქვს 1,085-ს, ანუ მხოლოდ 23%-ს. 2016-2019 წლებში ცენტრმა მოსწავლეთა უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მიმართულებით ჩაატარა შემდეგი ტრენინგები:

  • დემოკრატიული კულტურა სკოლაში;
  • რთული ქცევის მართვა;
  • სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ მოსწავლეთა ინტეგრაციისათვის სასკოლო საზოგადოებაში;
  • სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ.სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა ტრენინგის ფარგლებში, რომლის მიზანია მსმენელებისთვის სკოლაში პოზიტიური სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნის მნიშვნელობისა და საშუალებების, ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებისა და აქტივობების გაცნობა.

3 წლის განმავლობაში გადამზადდა 6,367 მასწავლებელი (მათგან 90% გადამზადდა 2018 წელს − 5,733 მასწავლებელი). ტრენინგმოდულის ხანგრძლივობაა 24 საკონტაქტო საათი. უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია მასწავლებელთა გადამზადება და ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული თემატიკის ტრენინგები 2018 წლამდე ხორციელდებოდა მხოლოდ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის, ხოლო 2018 წლიდან სხვა საგნის მასწავლებლებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, ტრენინგი არის ნებაყოფლობითი და მასწავლებლებს არ აქვთ მისი გავლის ვალდებულება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს არ აქვს შემუშავებული კონკრეტულ პერიოდზე გათვლილი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა მასწავლებელთა მთლიანი კონტინგენტის ეტაპობრივი გადამზადება სამოქალაქო განათლების, მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებებით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ განხორციელებული აქტივობები არასაკმარისია და საჭიროებს ყველა დაინტერესებული მხარის პროცესში ჩართვას. მასწავლებელთა კონტინგენტის უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების გადამზადების კუთხით სამოქმედო გეგმის არარსებობა, ზრდის რისკს, რომ მასწავლებლები სრულად ვერ იქნებიან ჩართულნი მოცემული მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაში, რაც შეაფერხებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება - ვის ეხება NAEC-ის ინფორმაცია 

ცნობილია, მანდატურის სამსახური რომელ რეგიონში რამდენ კადრს დაასაქმებს - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - რა გაუქმდა დოკუმენტის მიხედვით

„1 დღის ან 1 კვირის გამო, რატომ უნდა დაკარგოს ბავშვმა წელი?!“ - მხოლოდ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულები შევლენ პირველ კლასში

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა“

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება