| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ატესტაციას აცხადებს. ატესტაციის მიზანია, ექსპერტთა კორპუსის გაძლიერება და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე ატესტაცია არ ვრცელდება საერთაშორისო ექსპერტებზე, დამსაქმებელთა და სტუდენტთა წარმომადგენელ ექსპერტებზე.
ატესტაციის გავლისათვის საჭიროა 2020 წლის 13 მარტის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია - ბმულზე
„ავტორიზაციის ექსპერტთა საქმიანობის წესის მიხედვით, ცენტრის მიერ ექსპერტთა ატესტაცია ხორციელდება ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ატესტაციის შედეგები გამოიყენება ექსპერტთა პროფესიული განვითარების მიზნებისათვის. ატესტაციის შედეგები, ასევე, შესაძლებელია გახდეს ექსპერტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსიდან ამორიცხვის საფუძველი.
ამასთან, ექსპერტთა ატესტაციაში ექსპერტის მიერ არასაპატიო მიზეზით მონაწილეობის არ მიღება წარმოადგენს ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის საფუძველს. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, ექსპერტი ვალდებულია ცენტრში წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, ექსპერტთა ატესტაციაში მონაწილეობის ხელისშემშლელ გარემოებათა აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში.
ატესტაციაში ექსპერტის მიერ არასაპატიო მიზეზით მონაწილეობის არ მიღება წარმოადგენს ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის საფუძველს. პროცესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბრძანებაში“,- აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვმართეთ მისამართზე higher.ed@eqe.ge
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა