სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში არდადეგები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შემთხვევაში გახანგრძლივდება
02-03-2020
-
+


„თუ ქვეყანაში უფრო გამწვავდება არსებული ვითარება, ვიმოქმედებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ არადადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

„ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ გავახანგრძლივოთ არდადეგები. ამაზე არც არის საუბარი. საუბარია, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები და ჩვენც მივყვებით იმ ინსტრუქციას, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მიაწვდის განათლების სამინისტროს“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ .

განათლების მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე სკოლებში მიმდინარე სამუშაოებსა და  რეკომენდაციებზე ისაუბრა. 


„განათლების სამინისტრო თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. გვაქვს ინფორმაციის გაცვლა და ვიღებთ რეკომენდაციებს; განათლების მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა სარეკომენდაციო დოკუმენტი, დეზინფექცია მიმდინარეობს საქართველოს ყველა სკოლაში და არსებობს გარკვეული ინსტრუქციები არა მხოლოდ დეზინფექციასთან დაკავშირებით, არამედ ყოველდღიურად როგორ უნდა მოხდეს სკოლების დამუშავება“.

რაც შეეხება გარკვეულ დარღვევებს, ეკატერინე დგებუაძის თქმით, არსებობს სკოლები, რომელთაც არ გააჩნიათ ცენტრალური წყალგაყვანილობა და არის სპეციალური რეკომენდაციები „როგორ მოვუაროთ სკოლებს, სადაც არ არის პირდაპირი წვდომა წყალთან“.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სიღრმისეული წმენდა და იმ ინსტრუქციას მიყვებიან, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა საჯარო სკოლებისთვის. იგივე რეკომენდაციები ვრცელდება კერძო სკოლებზეც.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება