სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სტუმრებს საინტერესო აქტივობებსა და პრიზებს სთავაზობს
29-02-2020
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე პირველი პრეზენტაცია გამართა.

უნივერსიტეტის სივრცის გახსნას რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, უნივერსიტეტის პერსონალი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

როგორც etaloni.ge-სთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ აღნიშნა, ყველა დაინტერესებულ პირს 2 დღის განმავლობაში ღონისძიებაზე  საშუალება ექნება გაეცნონ საუნივერსიტეტო კამპუსის კონცეფციას.  

„განათლების საერთაშორისო გამოფენაზე გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პავილიონი, რომელიც ორი დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. ეს არის ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ახალგაზრდებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტის განათლებას.

ჩვენს სივრცეში ახალგაზრდებს შეუძლიათ მოვიდნენ და გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია. გვაქვს რამოდენიმე სახალისო კონკურსი,  ასევე საინტერესო პრიზები და სიურპრიზები“, - აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა.

ალექსანდრე თევზაძემ უნივერსიტეტის მისაღებ მიმართულებებზეც ისაუბრა და დააანონსა, რომ უნივერსიტეტი სამ მიმართულებით, ჯამში, 1 000 სტუდენტს მიიღებს.

„უნივერსიტეტში მოსახვედრად ახალგაზრდებმა უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და შემოხაზონ უნივერსიტეტის კოდი 197.

წელს უნივერსიტეტში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამები. მათემატიკაში მისაღები სტუდენტების რაოდენობა არის 100, კომპიუტერულ მეცნიერებების მიმართულებაში 250, ხოლო მენეჯმენტში 650 ანუ ჯამში, ჩვენ ეროვნული გამოცდებით მივიღებთ 1 000 სტუდენტს. ამის გარდა ჩვენ ღია ვართ საერთაშორისო სტუდენტებისთვის და იმედი გვაქვს, რომ 2020 წლის შემოდგომიდან ქართველი და უცხოელი პროფესორები საინტერესო სასწავლო პროცესს წარმართავენ ჩვენი სტუდენტებისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა. მისი თქმით, ეს არის მეგა პროექტი, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს განათლება მიიღონ უმაღლესი სტანდარტების მქონე საერთაშორისო სივრცეში.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლების სივრცე ახალ სასწავლო წელიწადს ისეთი ახალი მეგა პროექტით შეხვდება, როგორიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლავთ. ის კარს გააღებს, როგორც საქართველოს სტუდენტებისთვის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მათ შესაძლებლობას მიცემს განათლება მიიღონ უმაღლესი სტანდარტების მქონე საერთაშორისო სივრცეში.

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველი პრეზენტაცია გამართა.  გამოფენაზე უკვე არიან აბიტურიენტები, რომლებიც სტუდენტობას აპირებენ და ამ სივრცეში დღეს ისინი წერენ სახალისო ტესტებს და ამით პირველად თანხმობას აცხადებენ, რომ გახდნენ სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები. მე დარწმუნებული ვარ, ისინი იამაყებენ იმით, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, უნივერსიტეტის კამპუსში არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ საცხოვრებელი და სამედიცინო სივრცეებიც იქნება განთავსებული. მიცკევიჩის თქმით, აღსანიშნავია, ისიც რომ საუნივერსიტეტო სივრცეში სიმსივნის თერაპიისა და მკურნალობის კურსის ჩატარება იქნება შესაძლებელი.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრულად უჭერს მხარს ამ უნივერსიტეტის განვითარებას მისი საფუძვლის ჩაყრის პირველივე დღიდან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს იქნება როგორც საგანმანათლებლო ისე სამეცნიერო ჰაბი და მას ექნება მნიშვნელოვანი სამედიცინო დატვირთვა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაავადებულნი არიან და ებრძვიან სიმსივნეს.

უნივერსიტეტში ჩნდება სივრცე, სადაც სიმსივნის თერაპიის დღეისათვის აქტუალური მიმართულებით ადრეული თერაპიით მიიღონ ის მკურნალობის კურსი, რომელიც დღეს არ არის ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს იქნება სივრცე, რომელიც როგორც სტუდენტისთვის, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის სწავლასთან ერთად სამკურნალო, სამეცნიერო თვალსაზრისით იქნება დატვირთული“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

საგამოფენო სივრცეში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციას საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილიც ესწრებოდა და ამ უნივერსიტეტში სწავლის უპირატესობას გაუსვა ხაზი: 

„ნამდვილად არ ვიქნები სუბიექტური, თუ ვიტყვი, რომ ეს უნივერსიტეტი სტუდენტებს იმ ყველაფერს სთავაზობს, რაც ახალგაზრდობისა და სტუდენტობის წლები მხიბლავდა - სტუდენტური კამპუსები და სწავლება, მაღალი კლასის პროფესიონალები.  ეს უნივერსიტეტი თავისი კამპუსით, რომელიც მართლა ძალიან საოცარია, ამ ყველაფერს სთავაზობს სტუდენტებს. აქედან გამომდინარე სრულიად საქართველო და მთელი საზოგადოება ინტერესით ველოდებით, მართლა განხორციელდება თუ არა ის ყველაფერი, რასაც უნივერსიტეტი გვპირდება და მე ამის იმედი ნამდვილად მაქვს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საქართველოში დედის დღე 35 წელია აღინშნება - გაეცანით საინტერესო ფაქტებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასის მასწავლებელი მედეა ბოლქვაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ რუსული ენის მასწავლებელი​ ინგა ციმაკურიძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მშობლიური ენის სილამაზე და სიმდიდრე ლექსების კითხვით, სიმღერით, საინტერესო გამოსვლებითა და სასცენო როლებით

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი თინათინ ბლიაძე პასუხობს

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება