სიახლეები
პიროვნება

მესტიელი პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებთან საერთო ენას სიმკაცრის გარეშე პოულობს - „ერთხელ, შვილმა ისიც მითხრა, ჩემზე მეტად, ჩემი კლასელები გიყვარსო…“
26-02-2020
-
+


Etaloni.ge მესტიის N3 საჯარო სკოლის ამაგდარ პედაგოგს, ნანა ფალიანს გაგაცნობთ, რომელიც დაწყებით კლასებს ასწავლის და მესტიელ ბავშვებს წარმატების გზაზე აყენებს. თავად სამი ვაჟის დედაა, რომლებიც იმავე სკოლის მოსწავლეები არიან. მშობლიური მხარის მიტოვება არასოდეს უფიქრია. ამბობს, რომ მესტიის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოუდგენია, რადგან როგორც პედაგოგს, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერაც აქვს და იმასაც ნათლად ხედავს, როგორ ზრუნავს მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის წინსვლასა თუ განვითარებაზე. ჩვენთან საუბარი კი იმით დაიწყო, რატომ გადაწყვიტა პედაგოგობა და რამ განაპირობა მისი არჩევანი.

- არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა და მეც ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია, თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ ბავშვები ძალიან მიყვარს, მათთან ურთიერთობა ჩემთვის საინტერესოა, დადებითად მმუხტავს.

- ქალბატონო ნანა, როცა პედაგოგობა გადაწყვიტეთ, ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

- ძალიან გაუხარდათ, განსაკუთრებით დედამ დამიჭირა მხარი. თავადაც პედაგოგიური აქვს დამთავრებული და მუდმივად მეუბნებოდა, რომ ეს იყო საოცარი პროფესია.

- დაწყებითების პედაგოგი ბრძანდებით. რთული არაა პატარებთან ურთიერთობა?

- პატარებთან ურთიერთობა რთული იმდენად არა, რამდენადაც საპასუხისმგებლოა, თუმცა ამავე დროს - სახალისო და საინტერესო.

- თავად როგორი მოსწავლე იყავით?

- კარგი მოსწავლე ვიყავი, ფიზიკა და ქიმია არ მიყვარდა, ასე რომ, კარგი ბუნებისმეტყველი ვერ გამოვიდოდი.

- საუბრის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა ახსენეთ. იქნებ მითხრათ,რაში გამოიხატება ეს თანადგომა?

- ძალიან გვიწყობენ ხელს, განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია და  სულ გვეუბნებიან, თუ რაიმე გჭირდებათ, ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთო. მეც არ მახსენდება შემთხვევა, წერილით მიგვემართა, რაიმე გვეთხოვა და მათ არ შეესრულებინათ, რა თქმა უნდა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

- ალბათ ესეცაა იმის მიზეზი, რომ არასოდეს გიფიქრიათ სხვაგან გეცხოვრათ?  

- ჩემი ოჯახი აქაა, მესტიაში. სამი შვილის დედა ვარ; აქვე, ჩემს სკოლაში სწავლობენ და საერთოდ, ვერც წარმომიდგენია მესტიის გარეშე ცხოვრება. განსაკუთრებით ამაყი კი იმიტომ ვარ, რომ ადგილობრივი ბავშვების განვითარებაში საკუთარი, თუნდაც მცირე წვლილი შემაქვს. სამომავლოდაც, ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ბავშვებისთვის.

- საკუთარი შვილის მასწავლებლობა როგორია, ქალბატონო ნანა?

- შვილის მასწავლებლობას დადებითი ის აქვს, რომ მუდმივად ვაკონტროლებ და მხედველობის არეში მყავს, მაგრამ ამავე დროს, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა. ბევრი რამის გათვალისწინება და დათმობა გიწევს. თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვსაც არაერთხელ უსაყვედურია ამის გამო. ერთხელ, სახლში მოსულმა, მითხრა - ჩემზე მეტად, ჩემი კლასელები გიყვარსო.

- ასე რატომ გითხრათ?

- ზედმეტ ყურადღებას ვერ ვიჩენდი, ვერც სითბოს ვამჟღავნებდი, რადგან არ მინდოდა, სხვა ბავშვებს თავი დაჩაგრულად არ ეგრძნოთ... ამიტომ დავიმსახურე საყვედური საკუთარი შვილისგან, თუმცა შემდეგ ვიმსჯელეთ, განვიხილეთ, ვისაუბრეთ, მეც ცოტა შევცვალე მიდგომა და საკითხი მოვაგვარეთ.

- ქალბატონო ნანა, ზოგადად, განათლების რეფორმას როგორ შეაფასებდით?

- ყველა მასწავლებელი საჭიროებს პროფესიულ ზრდას და მიმაჩნია, რომ კომპეტენციის დადასტურებაც ყოველმა ჩვენგანმა უნდა შეძლოს. დიახ, მასწავლებელმა უნდა იცოდეს ყველა საკითხი, რაც გამოცდაზე ხვდება... თუმცა აქ მეორე მხარეცაა - არიან ისეთი პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება გააჩნიათ. ასე რომ, ამ საკითხს მხოლოდ ერთ ჭრილში ვერ განვიხილავ.

- სახლში მისული, ისევ მასწავლებლად რჩებით?

- შეიძლება ასეცაა, თუმცა მაინცდამაინც არ მსაყვედურობენ ჩემი შვილები ამის გამო.

- მკაცრი ხართ?

- მკაცრი არ ვარ, მე და ჩემი მოსწავლეები ურთიერთგაგებით, ურთიერთპატივისცემით ვპოულობთ საერთო ენას, ყოველგვარი სიმკაცრის გარეშე.




კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

მუნიციპალიტეტი, რომლის სკოლებშიც მუნის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

„აბიტურიენტებს შეეზღუდებათ არჩევანი, ვერ აირჩევენ იმ უნივერსიტეტს, რომლის შესახებაც სექტემბერში უკვე ცნობილი იყო...“

3 ცვლილება განათლების მიმართულებით, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა

სკოლსა და ბაღის პედაგოგებს, ასევე ტექნიკურ პერსონალს ეს სამედიცინო კვლევები დაუფინანსდებათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

სკოლის ხელმძღვანელები მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შემქნის მნიშვნელობაზე საუბრობენ 

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

ნოველამ მასწავლებელი მერი ნერსესიანი შთააგონა მოსწავლეებისთვის მიეცა საინტერესო დავალება

სასკოლო საზპგადოების წინაშე მათ საქართველოს თითოეული კუთხე, მათი უნიკალური კულტურით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი წარადგინეს

პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით შეაბიჯეს

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება