სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ჩიტი გოგონა“- ვინ არის 17 წლის თინეიჯერი, რომელმაც დოქტორის ხარისხი მიიღო
13-06-2020
-
+


17 წლის თინეიჯერმა გოგონამ, რომელიც ჩიტებს აკვირდება, გარემოს დაცვის მიმართულებით აქტიურობისთვის ბრისტოლის უნივერსიტეტისგან დოქტორის ხარისხი მიიღო. ის დიდი ბრიტანეთში ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია.

მია-როს ქრეიგი, რომელიც ცნობილია, როგორც „ჩიტი გოგონა“, გარემოსდაცვითი პრობლემების კრიზისის ეპოქაში შეეცადა ჩიტების შესწავლისა და დაცვის პროცესში თანატოლები ჩაერთო.

„ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ გარემოს დაცვაში არათანაბარი ჩართვა შესაძლებლობების არათანაბრობას ქმნის და უთანასწორო მსოფლიო სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნება. იმედი მაქვს, ყველას ცხოვრებაში იქნება ისეთი მომენტი, როგორც მე მქონდა, როცა გაანალიზებენ რაზე უნდა იზრუნონ და რისთვის უნდა იბრძოლონ“,- ამბობს გოგონა.

გოგონა უკვე 10 წელია, რაც ჩიტებს აკვირდება. მან თავის სკოლასთან ჩიტებისთვის ბაღიც გააკეთა.

მია-როსმა ბრიტანეთში მცხოვრები ფერადკანიანი, აზიელი და უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის ბანაკიც შექმნა, რომ ისინი ბუნებასთან უფრო ახლოს ყოფილიყვნენ და შეესწავლათ იგი.

გარემოს დაცვაზე მზრუნველი გოგონა პოსტებს ტვიტერზე აქვეყნებს. მას სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა უნდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება