| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„აბიტურიენტებს შეუძლიათ 100-200 პროგრამა აირჩიონ, პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის“, - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მომზადდება ვიდეო რგოლიც, რომელიც რეგისტრაციის პროცესს ასახავს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა რეგისტრაცია განსაზღვრულ ვადაში გაიარონ. ამასთან რეგისტრაციის პროცესში აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ ის, რომ აუცილებლად გამოიყენონ შენახვის ღილაკი. მომზადდება ვიდეო რგოლიც, რომელიც რეგისტრაციის პროცესს ასახავს.
რაც შეეხება პროგრამების არჩევის პროცესს, მთავარი რეკომენდაციაა, რომ აირჩიონ ბევრი პროგრამა. ზოგჯერ, აბიტურიენტი ირჩევს 2-3 პროგრამას ორ-სამ უნივერსიტეტში, რომელიც ძალიან უნდა. ამ დროს, აღმოჩნდება, რომ იქ საკმაოდ მაღალი კონკურსია - ამ აბიტურიენტმა მიიღო კარგი ქულები, თუმცა, იმ პროგრამაზე არ ეყო. ასეთ შემთხვევაში, ეს აბიტურიენტი რჩება გარეთ და მან, ვინც მინიმალური ქულები აიღო, მაგრამ აირჩია ბევრი პროგრამა, ხვდება უმაღლეს სასწავლებელში. წელს ასეთი ადამიანი იყო 600-ზე მეტი. შესაბამისად, ჯობს, აირჩიონ რაც შეიძლება მეტი პროგრამა - თუ არ მოეწონებათ სადაც ჩაირიცხებიან, მერე მიიღონ გადაწყვეტილება, სურთ თუ არა იმ პროგრამაზე სწავლის გაგრძელება - განაცხა სოფიო გორგოძემ.
იხილეთ ასევე: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყების დრო ცნობილია - რას ურჩევს „ნაეკი“ აბიტურიენტებს პროგრამების არჩევისას?
რა შეცვალა „ნაეკმა“ ეროვნულ გამოცდებზე და როგორ შეძლებენ გრანტის მოპოვებას აბიტურიენტები 2020 წელს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად