| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, აკეთის საჯარო სკოლაში X კლასის ინიციატივით პროექტი - „ნარკომანია - საუკუნის სენი“ განხორციელდა.
პროექტს ისტორიის წამყვანი მასწავლებელი ლეილა გოგელია ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში პრეზენტაციები მოამზადეს და ანტისარეკლამო ვიდეორგოლი, კედლის გაზეთი და ბუკლეტები შექმნეს.
„პროექტი აქტუალურია დღევანდელი საზოგადოებისათვის. მოსწავლეებმა პრობლემის შესწავლა გამოკითხვა-ინტერვიუს სახით დაიწყეს, მოამზადეს პრეზენტაციები, შექმნეს ანტისარეკლამო ვიდეორგოლი, მოამზადეს კედლის გაზეთი და ბუკლეტები და თემში გაავრცელეს.
განხილულმა თემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში. მოსწავლეებმა დარბაზს ნარკომანიასთან დაკავშირებით კითხვით - „მითია თუ რეალობა“ მიმართეს.
ნარკომანიის მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა ბიოლოგიის და სპორტის მასწავლებლებმა, მოწვეულმა სოფლის ექთანმა.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად დებატები გამართეს.
პროექტმა დამსწრე საზოგადოებას საშუალება მისცა გაეცნობიერებინათ თუ რა საფრთხე ახლავს ნარკოტიკის მოხმარებას და როგორ უნდა დაირაზმოს მთელი საზოგადოება ამ მავნე სენის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა