სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

იცოდით, რომ გასუქებას ადრე განპოხება ერქვა? - 20 ქართული სიტყვა, რომლების მნიშვნელობაც დღეს ძალიან ცოტამ იცის
18-02-2020
-
+


ქართული ენა რომ მდიდარია, ეს ყველამ ვიცით, თუმცა არსებობს სიტყვები, რომლებმაც ჩვენს ენაში ადგილი ვერ დაიმკვიდრეს და დროთა განმავლობაში გაქრა სალაპარაკო ქართულიდან. 

გთავაზობთ, რამდენიმე სიტყვას, რომლებიც დავიწყებას მიეცა: 

ბებკი – ძონძი, კონკი, ნაგლეჯი;

გამოწვლილვა – დაწვრილებით გამოძიება, გამოკვლევა;

განპოხება – გასუქება;

გეენია – ჯოჯოხეთი;

გვადრუცი – კოლოფი, ყულაბა;

კოჭიკური – ნაპარსი თმა;

კუკული – ბერის ქუდი;

ლირწი – ვნებიანი, მხურვალე (ითქმის ქალთა სქესზე);

მალიად – სწრაფად, ჩქარა;

მანდატური – ხელარგნოსანი, მეფის მცველი მოხელე;

მანიაკი – მოთვალულ-მომარგალიტებული საყელო;

მებრუჟეობა – ლოთობა;

მოსურნე – შეყვარებული;

სიყმილი – შიმშილი;

სკუპა – პატარა ქუდი;

უზაკველი – უბოროტო;

უცები – უვიცი;

ყაფუზუნა – მაიმუნი;

ჭიჭნაური – აბრეშუმი;

მოლალე – მოჩხუბარი.

საინტერესოა, რომელიმე თუ შეგხვედრიათ სადმე ან თავად თუ იყენებთ საუბრის ან წერის დროს? - პასუხები კომენტარებში დაგვიტოვეთ...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება