სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები გარემოსდაცვით ტრენინგს დაესწრნენ
14-02-2020
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ორგანიზაცია „ევროპის ფონდის“ მიერ დაფინანსებულ ორდღიან  ტრენინგს ესწრებოდნენ.

მოსწავლეებს სასტუმრო „ჰუალინგმა“ უმასპინძლა. 

გარემოსდაცვითი ტრენინგი ოთხ ძირითად თემას მოიცავდა:

  1. ნიადაგის დეგრადაცია;
  2. ჰაერის დაბინძურება;
  3. ტყე;
  4. წყლის რესურსები.

 ტრენერმა ნოდარ ელიზბარაშვილმა ნიადაგის დეგრადაციის შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა გაუდაბნოებაზე, სტიქიურ უბედურებებზე, როგორებიცაა: წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა მოამზადეს პრეზენტაცია აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის გზებზე.
ტრენერმა ნინო კიკნაძემ ჰაერის დაბინძურების შესახებ ისაუბრა. მან მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული პრობლემის შესახებ: რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას, სად ფიქსირდება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გათბობის რა საშუალებები არსებობს, როგორია ფოთლის წვის შედეგად გამოწვეული საფრთხეები და სხვა.

ტრენინგის ბოლოს მსმენელებმა მოამზადეს პრეზენტაცია, როგორ შემცირდება ფოთლების წვა, როგორ კეთდება კომპოსტი და როგორ აღვუდგეთ წინ ჰაერის დაბინძურებას.

ტრენერმა გია სოფაძემ ტყის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. როგორ უნდა შევინარეჩუნოთ ტყე, რა სარგებელი მოაქვს მას, რას იწვევს ტყის გაჩეხვა, რა სტიქიური უბედურება მოჰყვება მას.

ტრენინგის ბოლოს მომზადდა პრეზენტაცია, როგორ უნდა ვებრძოლოთ ტყის გაჩეხვას და გაჩეხვით გამოწვეულ სტიქიას.

ტრენინგი ჩატარდა წყლის რესურსებზეც: მტკნარი წყლის რაოდენობა, რომელ ქვეყნებშია წყლის ყველაზე დიდი მარაგი, რომელი რეგიონი იყენებს წყლის უმცირესს რაოდენობას, რითი ბინძურდება წყლები და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ.

ტრენინგის ბოლოს მომზადდა პრეზენტაცია წყლის მდგრად მოხმარებაზე, როგორ აღვუდგეთ წინ წყლის დაბინძურებას და რა გზები არსებობს წყლის გასასუფთავებლად.

მარნეულიდან ტრენინგს მარადისის საჯარო სკოლასთან ერთად ესწრებოდნენ ახალი დიოკნისის, შულავრის,  წერეთლის სომხური სექტორის საჯარო სკოლის მოსწავლეები და საქართველოს ახალგაზრდული იდეის 33 კომიტეტი.

აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების:მე-4 (ხარისხიანი განათლება),მე-6 (სუფთა წყალი და სანიტარია), მე-15 ( დედამიწის ეკოსისტემები) და მე-17 (თანამშრომლობა) მიზანს.

მარადისის საჯარო სკოლა პროექტებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ახორციელებს.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება