სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჰიდროელექტროსადგურს სტუმრობდნენ
31-01-2020
-
+


გორის N12 საჯარო სკოლის XI, XI  და XII კლასის მოსწავლეებმა, ფიზიკის პედაგოგმა, ჟუჟუნა ვანიშვილმა და XI კლასის დამრიგებელმა, ნანა ქარელიშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის პროექტის ფარგლებში ექსკურსია მოაწყვეს.

ექსკურსია საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ადმინისტრაციამ მთლიანად დააფინანსა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, „პროექტის მიზანი საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა დაინტერესებაა, როგორ ხდება საქართველოში ელექტრო ენერგიის წარმოება და განაწილება, რა სიახლეები და მიღწევები აქვს საქართველოს ამ სფეროში, მიიზიდოს ასწავლოს და დაასაქმოს ახალგაზრდები ენერგოსისტემის განვითარების ამ სფეროში“. 
                                                    
მოსწავლეებმა  საქართველოში პირველი ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი - ზემო ავჭალის ჰიდროელექტრო სადგური) დაათვალიერეს, გაიცნეს  მისი ისტორია, მუშაობის პრინციპი და სიმძლავრე, დაათვალიერეს უძველესი და თანამედროვე ტურბინები, რომელთა მუშაობაც ელექტროენერგიით საქართველოს ნაწილს უწყვეტად ამარაგებს.

მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ლექცია იმ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სიახლეების შესახებ, რომლებიც ინერგება ტექნიკის განვითარების ამ სფეროში, თუ როგორ ხდება კომპიუტერული სისტემით მთელი საქართველოს უწყვეტი მომარაგება ელექტროენერგიით ერთი ადამიანის დისპტჩერის მიერ.  

მათ დაათვალიერეს ნავთლუღის ბაზა-დიაგნოსტიკის სამსახური, სადაც ხდება კონტროლი ელექტროგადამცემ ხაზებზე ულტრათანამედროვე და ძალიან ძვირადღირებული ხელსაწყოებით, მოსწავლეები გაეცნენ ამ ხელსაწყოების მუშაობის პრინციპს, მათი დახმარებით განსაზღვრეს გადამცემი ხაზების ირგვლივ ტემპერატურა, ელექტრული ველის ინტენსივობა მაღალი ძაბვის სადენების ირგვლივ, ასევე აკუსტიკური ბგერების საშუალებით განსაზღვრეს გადამცემ სადენებში მოსალოდნელი ცვლილებები.

სახელმწიფო ენერგოსისტემის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს სამახსოვრო სუვენირები გადასცა.

„ეს იყო ერთი ძალიან საინტერესო დღე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ენერგოსისტემის ადმინისტრაციას“, - წერს სკოლის დირექცია.    

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება