სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

პასუხების მუდმივად „გუგლში“ ძიება... - თანამედროვე ადამიანის 6 ჩვევა, რომლებიც ტვინის განვითარებას აფერხებს
21-07-2020
-
+


თანამედროვე სამყაროში უამრავი შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ცხოვრება გავიმარტივოთ და კომფორტის ზონაში ვიყოთ. სწორედ ამ ყველაფრის თანადროულად ჩნდება ჩვევები, რომლებიც ამცირებს ტვინის აქტივობას და აფერხებს მის განვითარებას. 

„ეტალონი“ გაგაცნობთ, რომელ 6 ჩვევაზე უნდა თქვათ უარი, რომ თქვენი ტვინის განვითარება არ შეფერხდეს:

პასუხების მუდმივად „გუგლში“ ძიება

საკმარისია თანამედროვე ადამიანის თავში შეკითხვა გაჩნდეს, რომ მაშინვე გუგლის საძიებო სისტემას მივმართავთ. საბოლოოდ, ტვინი, რომელსაც მუდმივად მზა პასუხებს ვაწვდით, წყვეტს ფიქრსა და ანალიზს.



მუდმივად სოციალურ ქსელებში ყოფნა

სოციალურ ქსელებში შეიძლება ვნახოთ მეგობრის ფოტოები, სახალისო ვიდეოები, ვეკონტაქტოთ ერთმანეთს ან შევიტყოთ მიმდინარე სიახლეები, თუმცა აქვეა უამრავი უსარგებლო ინფორმაცია, რომელიც დროს უსარგებლოდ გვართმევს და ჩვენს ტვინს "ანაგვიანებს". ამიტომ კარგი იქნება, თუ შეეცდებით სოციალური ქსელების ხშირ გამოყენებაზე უარი თქვათ ან მინიმუმამდე შეამციროთ უსარგებლო ინფორმაციის ნაკადი.

სოციალურ ურთიერთობებზე უარი

კომუნიკაციის პროცესი ტვინზე დადებითად მოქმედებს. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება ადამიანი, თუკი იგი უკაცრიელ კუნძულზე სოციალური ურთიერთობების გარეშე იცხოვრებს. ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებამ ადამიანებს შორის ასეთი ურთიერთობები შეამცირა, ამიტომ უნდა გახსოვდეთ, რომ, როცა უარს ამბობთ სოციალურ ურთიერთობებზე, თქვენი ტვინის განვითარება ფერხდება.



შეტყობინებების მუდმივი შემოწმება

ბევრი ადამიანი მთელი დღის განმავლობაში აკონტროლებს, ხომ არ მიუღია ახალი შეტყობინება. ეს ხდება მაშინაც, როცა ის სულაც არ ელის ვინმესგან შეტყობინებას. ამგვარი ქმედებით ტვინი ასრულებს მონოტონურ სამუშაოს, კარგავს დროს და ვერ იღებს სარგებელს.



ძილის ნაკლებობა

მთელი დღის განმავლობაში ჩვენი ტვინი აქტიურად მუშაობს და თავში მილიონი აზრი გვიტრიალებს. ერთადერთი მომენტი, როცა ტვინი ცოტათი ისვენებს ძილის პროცესია. ამ დროს მისი აქტივობა მცირდება და აღდგენის პროცესი იწყება. ამიტომაა აუცილებელი, ტვინმა გამოძინება შეძლოს.



მონოტონური სამუშაოს შესრულება

ერთფეროვანი სამუშაოს შესრულებისას ტვინის აქტივობა მინიმუმს უახლოვდება და ადამიანს ეწყება დეპრესიის განცდა, რაც პრობლემებს უქმნის მის ცხოვრებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება