სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რისი უფლება მიენიჭა პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვასთან დაკავშირებით რესურსცენტრს? - კანონში ცვლილებაა
29-01-2020
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში მორიგი სიახლე შევიდა. ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში რესურსცენტრებს უფლება მიეცათ მოსწავლის საჯარო ან კერძო სკოლაში ჩარიცხვაზე თანხმობა ან უარი, პირველკლასელებისთვის სკოლაში რეგისტრაციისთვის გამოყოფილი ვადების დასრულების შემდგომაც განაცხადოს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირინა აბულაძის ბრძანებით, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე თანხმობას ან უარს რეგისტრაციის ვადების გასვლის შემდეგ გასცემს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ის ტერიტორიული ორგანო - საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა.

რესურსცენტრის თანხმობისა და საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, საჯარო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში

ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, თანხმობას/უარს კერძო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ გასცემს რესურსცენტრი,  რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს კერძო სკოლა.

რესურსცენტრის თანხმობის საფუძველზე, კერძო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.

იხილეთ ასევე: სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება