| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გამართა. საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორის მოადგილემ ნენსი ლი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს.
გამარჯვებული პროექტების მეშვეობით, შეიქმნება და განახლდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პროგრამები, რომლებიც მოთხოვნადია კერძო სექტორის მიერ შემდეგ დარგებში: საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავიაცია და სოფლის მეურნეობა. ათიდან, ოთხი პროექტი განხორციელდება საქართველოს რეგიონებში, ხოლო დანარჩენი - თბილისში. ათი პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 19.6 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 12 მილიონი აშშ დოლარი წარმოადგენს საგრანტო თანხას, ხოლო დანარჩენი - კერძო სექტორის თანადაფინანსებას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი