სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

საკლასო ოთახიდან მსოფლიოს გარშემო „​იმოგზაურეთ“ - 7 გზა, რომ გეოგრაფიის გაკვეთილები უფრო საინტერესო და მხიარული გახადოთ
11-06-2021
-
+


გეოგრაფიის გაკვეთილი მხოლოდ რუკებისა და გლობუსების გამოყენებით საკმაოდ მოსაწყენია. მით უმეტეს მაშინ, როცა შეგიძლიათ, სწორად დაგეგმილ გაკვეთილზე თქვენი მოსწავლეები მსოფლიოს გარშემო კლასის დატოვების გარეშე „​ამოგზაუროთ“. 

„ეტალონი“ გაგაცნობთ რამდენიმე გზას, როგორ უნდა გახადოთ თქვენი გეოგრაფიის გაკვეთილები უფრო სახალისო და საინტერესო:

ითამაშეთ გამოცანები

ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ადგილი ჩვენს პლანეტაზე, მოუყევით თქვენს მოსწავლეებს მის შესახებ, იქნება ეს მისი ფართობი თუ ის ჩვეულებები, რომლებიც ადგილობრივებს ახასიათებთ, თქვენმა მოსწავლეებმა კი უნდა გამოიცნონ, რა ადგილს აღწერთ.

მორთეთ კედლები საათებით

უმჯობესია თქვენს მოსწავლეებს სასაათო სარტყელები საათების გამოყენებით ასწავლოთ. აიღეთ რამდენიმე დიდი ქვეყანა და მომართეთ საათები მათ დროზე. გაუკეთეთ მათ შესაბამისი წარწერები, როგორც ეს ფოტოზეა.



გააკეთეთ მეგზურები

მას შემდეგ, რაც რომელიმე ქვეყნის შესახებ მოსწავლეებს მოუყვებით, მათთან ერთად დაამზადეთ ბროშურები და მეგზურები ქვეყნის ღირშესანიშნავი ადგილების შესახებ.

გამოიყენეთ ინტერნეტრესურსი

საგაკვეთილო პროცესში ინტერნეტის გამოყენება თქვენს გაკვეთილს უფრო მრავალფეროვანს გახდის. ინტერნეტის დახმარებით ყოველთვის შეძლებთ თქვენი თემის შესაბამისი ილუსტრაცია იპოვოთ, რაც ასე მოსწონთ მოზარდებს. ასევე, შეგიძლიათ დაგეგმოთ ვიდეოჩართვა რომელიმე სხვა ქალაქის ან თუნდაც ქვეყნის გეოგრაფიის გაკვეთილზე. სოციალური ქსელებით დღეს ამის გაკეთება არც ისე რთულია.

დაათვალიერეთ მსოფლიო Google Eearth-ით

ეს მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი თვალსაჩინოება იქნება.

მოიფიქრეთ საკუთარი კუნძული

დახატეთ კუნძული, რომელსაც მოსწავლეები თავად შეურჩევენ რელიეფს, შეუქმნიან რუკას, მოუფიქრებენ ტრადიციებს.

„დაიჭირე მთელი სამყარო ხელებში“

ეს კიდევ ერთი სახალისო აქტივობა იქნება თქვენი მოსწავლეებისთვის. უთხარით მათ გლობუსზე თითის დადებით აირჩიონ ადგილი, შემდეგ კი მოუყვნენ თანაკლასელებს ყველაფერი, რაც ამ ადგილის შესახებ იციან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიების იდეის ავტორი და წამყვანი ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე იყო

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება