სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, სანამ მასწავლებლის კომპეტენტურობაში ეჭვს შეიტანენ
26-07-2022
-
+


მშობლებისა და მასწავლებლების ურთიერთობა ყოველთვის არ არის იდეალური. მშობლებს, რომლებიც საკუთარი შვილების განათლებაზე ღელავენ, ხშირად პედაგოგებთან არაერთი შენიშვნა უჩნდებათ. ცხადია, მათი მხრიდან ასეთი ინტერესი სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის სასარგებლოც კია, თუმცა არსებობს რამდენიმე საკითხი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მასწავლებლის კომპეტენციაში უხეშად არ შეიჭრათ:

უნდა გესმოდეთ, რომ პედაგოგი პროფესიონალია, ისევე როგორც ბუღალტერი, ექიმი თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი და არ შეიძლება თავს მასზე უფრო კომპეტენტურად მიიჩნევდეთ. შეეცადეთ იყოთ თავაზიანები და მათ პატივისცემით მოეკიდოთ. რა თქმა უნდა, შეიძლება მასწავლებლებმაც დაუშვან შეცდომები, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა ადამიანმა, თუმცა, როგორც იცით, მხოლოდ ის არ ცდება, ვინც არაფერს აკეთებს.

დაბალი ქულები ყოველთვის უსამართლო არ არის

ნებისმიერ მშობელს უნდა, რომ მისი შვილი მთელს კლასში საუკეთესო იყო და მაქსიმალურ შეფასებებს იმსახურებდეს, ხოლო, როცა ეს ასე არაა, მათ უყვართ, წარუმატებლობაში მასწავლებლის ბრალეულობა დაინახონ. თუმცა სანამ მასწავლებლის კომპეტენციაში ეჭვს შეიტანთ და ჩათვლით, რომ მან თქვენს შვილს ქულა უსამართლოდ დააკლო, ჯერ თქვენი შვილის აკადემიური მოსწრება შეამოწმეთ ან თავად შვილს დაელაპარაკეთ, რამდენად იმსახურებდა უფრო მაღალ შეფასებას.

კარგი შედეგები სწრაფად არ მიიღწევა

თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენი შვილი ხვალ ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდეს ან ყველა საგანში მაქსიმალური ქულა დაიმსახუროს, ეს არცისე ადვილია. წარმატებას ხანგრძლივი ძალისხმევა სჭირდება, მათ შორის, ბავშვის მხრიდან და წარუმატებლობის მხოლოდ მასწავლებელზე გადაბრალება სწორი ნამდვილად არ იქნება.

დასვით შეკითხვები

სანამ თქვენი საყვედურებით ადმინისტრაციას მიმართავთ, ბევრად თავაზიანი იქნება, თუ შეკითხვებს მასწავლებელს დაუსვამთ და პრობლემაზე დაელაპარაკებით. ეს საშუალებას მოგცემთ, ერთმანეთს უფრო მეტად გაუგოთ და პრობლემა კონსტრუქციულად გადაწყვიტოთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება