სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა ვაჩუქოთ პენსიონერ მასწავლებელს, როდესაც სკოლიდან მიდის? - იდეები
09-01-2020
-
+


სკოლა 8000-ზე მეტმა პენსიონერმა პედაგოგმა დატოვა. სახელმწიფომ ისინი ორი წლის ჯამური ხელფასითა და ჯანმრთელობის დაზღვევით დაასაჩუქრა. სკოლებმა კი ასეთ თანამშრომლებს ღონისძიებებიც გაცილების მიუძღვნეს.

თუ თქვენმა კოლეგამ პენსიაზე გასვლა ან უბრალოდ სკოლიდან წასვლა გადაწყვიტა და გსურთ, რომ მის მიმართ პატივისცემა სამახსოვრო საჩუქრით გამოხატოთ, გთავაზობთ იდეებს, რომლებითაც პედაგოგებს გულს გაუხარებთ:

სამახსოვრო ჟურნალი - თუმცა ეს სკოლის ჟურნალი არ გეგონოთ. თქვენ შეგიძლიათ, პენსიონერ კოლეგას სამახსოვრო ჟურნალი დაუმზადოთ, ამისთვის კი საჭიროა მისი თანამშრომლებთან და მოსწავლეებთან ერთად გადაღებული ფოტოები, ასევე ნუ დაგავიწყდებათ სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მსგავს ღონისძიებაზე გადაღებული სურათებიც. კარგი იქნება, თუ კოლეგები, ყველა ერთად, მასთან სამახსოვრო ფოტოსაც გადაიღებთ.

თანამშრომლებთან ერთად გაიხსენეთ პედაგოგის საყვარელი გამონათქვამები და მასთან ერთად თავს გადახდენილი კურიოზებიც.

ეს ყველაფერი შეგიძლიათ ამობეჭდოთ და აკინძოთ როგორც ჟურნალი, ბოლოში კი თან დაურთეთ კოლეგების შეფასებები და გამოსამშვიდობებელი ტექსტები.

ჟურნალი შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი გემოვნებით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საჩუქრით ადრესატმა თქვენგან მადლიერება, სიყვარული და პატივისცემა უნდა იგრძნოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საჩუქარმა მას სამსახურში გატარებული ბედნიერი დღეები გაახსენოს.

ლექსი - როგორც წესი, პედაგოგებს უყვართ პოეზია და თუ შეძლებთ, რომ მისი მოღვაწეობა ერთ ლექსად შეკრათ, მას გულს აუცილებლად აუჩუყებთ. ლექსი შეგიძლიათ „სამახსოვრო ჟურნალშიც“ ჩაწეროთ.  

თქვენი პენსიაზე გასული თანამშრომელი დიდი სიამოვნებით მიიღებს საჩუქარს, რომელსაც ამდენი სიყვარულითა და ძალისხმევით შექმნით.

სამუშაო მიღწევები - თუ პენსიაზე გასულ თანამშრომელთან ნაცნობობის ბევრი წელი გაკავშირებთ, გეცოდინებათ მისი მიღწევებისა და წარმატებების შესახებაც. შეგიძლიათ, ეს ყველაფერი ქრონოლოგიურად გააერთიანოთ, დაურთეთ ფოტოები და დოკუმენტებიც. მასწავლებელს ძალიან გაახარებთ, თუ შეაგროვებთ სტატისტიკას, რამდენ მოსწავლეს ასწავლიდა წლების განმავლობაში.

სამოგზაურო ბილეთი - პენსიაზე გასვლა ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს. იცვლება რეჟიმი, მიზნები, სურვილები. თქვენ შეგიძლიათ, პენსიაზე გასულ მასწავლებელს სანუკვარი ოცნება აუსრულოთ და მისცეთ შანსი, იმოგზაუროს საოცნებო ქვეყანაში, ან თუნდაც საქართველოს რომელიმე კურორტზე გაატაროს დრო.  

თუ მასწავლებელს დიდი ხანი არ არის, რაც იცნობთ, მაგრამ პატივისცემის გამოხატვა გსურთ, მაშინ სასაჩუქრედ სალონების, ტკბილეულის მაღაზიის ან რესტორნების ვაუჩერებიც გამოგადგებათ. ასეთი საჩუქრები ყველასთვის სასურველი და გამოსაყენებელია.

პენსიაზე გასული პედაგოგების უმეტესობას დასვენება და სიმშვიდე სჭირდება და თუ მის სახლს ეზოც აქვს, სასაჩუქრედ მშვენიერი იდეაა ბაღის ავეჯი. ეს პრაქტიკული საჩუქარი მისთვის კომფორტისა და მშვიდი საღამოების გარანტი იქნება.

ქოთნის მცენარე - აღმოჩნდა, რომ მასწავლებლების უმრავლესობას ძალიან უყვარს ქოთნის მცენარეები. ყვავილებზე ზრუნვა მათ სიამოვნებას ანიჭებთ, ამიტომ აუცილებლად გაახარებთ მას თქვენი ყურადღებით.

რა თქმა უნდა, პენსიაზე გასული პედაგოგების გასახარებლად ბევრი სხვა გზაც არსებობს. მთავარია, საჩუქარი სიყვარულით იყოს მიძღვნილი და აფასებდეთ მასწავლებლის შრომასა და ღვაწლს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება