სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

6 რჩევა მასწავლებლებს, როგორ უნდა შექმნათ მეგობრული გარემო კლასში
25-02-2020
-
+


ბავშვები მასწავლებლების დახმარებით სწავლობენ, როგორ დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობები გარშემომყოფებთან, როგორ გადაჭრან კონფლიქტები, როგორ ემეგობრონ სხვებს და თუ მეგობრობა არ სურთ, როგორ სცენ მათ პატივი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ურთიერთობის რა სტილს ირჩევს ბავშვებთან თავად მასწავლებელი და როგორი ატმოსფეროა კლასში.

6 რჩევას, როგორ უნდა შექმნათ მეგობრული გარემო კლასში:

არ აუწიოთ ხმას

ატმოსფეროს  კლასში მასწავლებლის ტონი ქმნის. თუკი პედაგოგი გამუდმებით ყვირის და უხეშობს, მოსწავლეებიც ასევე პასუხობენ. რაც უფრო ავტორიტარულია მასწავლებლის სტილი, მით უფრო დაბალია შანსები, რომ ბავშვთან დამეგობრება შეძლოთ. ასეთ დროს კლასში ბულინგის რისკებიც იზრდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვსა და პედაგოგს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.  მოსწავლის პრობლემებისადმი გულწრფელი ინტერესი და მშვიდი ტონი, ბავშვებთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში დაგეხმარებათ. 

არასდროს დაამციროთ მოსწავლე

მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია. ბუნებრივია, რომ მას რომელიმე მოსწავლე უფრო მეტად მოსწონდეს, მაგრამ არ შეიძლება ეს ეტყობოდეს და ბავშვებს ერთმანეთისგან ანსხვავებდეს. თუ თქვენ გამუდმებით შეახსენებთ ბავშვს დაბალ ქულებს ან ცუდ საქციელს, ბუნებრივია, რომ მასთან დამეგობრებას ვერ შეძლებთ.

არ იჭორაოთ

ბავშვზე ლაპარაკი ზურგსუკან სხვა მოსწავლეებთან და კოლეგებთან მასწავლებლისთვის შეუფერებელია. თუ მასწავლებელს უნდა ბავშვის ნდობა დაიმსახუროს, მას პატარ-პატარა უწყინარი საიდუმლოების შენახვაც უნდა შეეძლოს.

განახორციელეთ ერთობლივი აქტივობები

მეგობრული ატმოსფეროსთვის მნიშვნელოვანია ბავშვებთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა. ეს შეიძლება იყოს ექსკურსიები, ჩაის სმა, ჯგუფებში მუშაობა და სხვა. მნიშვნელოვანი ერთობლივი აქტივობა შეიძლება იყოს ფილმების ნახვა და განხილვაც.

შემჩნევა

როცა ზოგიერთი მოსწავლე თავს უფლებას აძლევს, სხვა მოსწავლეებს დამცინავად და შეურაცხმყოფელად მოექცეს, თქვენ ამის შემჩნევა უნდა შეგეძლოთ. ეს შეიძლება სულაც არ ხდებოდეს თქვენს გაკვეთილზე, რაც არ ნიშნავს, რომ პრობლემა თქვენ არ გეხებათ. თქვენი მოსწავლეები უნდა გრძნობდნენ, რომ თქვენ მათი ბედი გაინტერესებთ და როცა ვინმე მათ დაჩაგვრას, იცოდეს, რომ თქვენი იმედი შეიძლება ჰქონდეს.

შეინარჩუნეთ დისტანცია

ყველა მასწავლებელს უნდა ესმოდეს, არის თუ არა მზად კლასში მეგობრული გარემოსა და იმისთვის, რომ მოსწავლეებს რთულ მორალურ სიტუაციებში დაეხმაროს. ეს ყველაფერი პედაგოგის ინდივიდუალური არჩევანია. ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თქვენს მოსწავლეებთან იმდენად არ დაახლოვდეთ, რომ ამან მოსწავლე-მასწავლებლის ჯანსაღ ურთიერთობას ხელი შეუშალოს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება