| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა, სკოლებში საახალწლო განწყობა უკვე დიდი ხანია იგრძნობა. ჩატარდა ღონისძიებები, მოირთო საკლასო ოთახები. პედაგოგებიც, როგორც ყველა, ახალ წელს განსაკუთრებული მოლოდინებით ელოდებიან.
„ეტალონი“ დაინტერესდა რა სახის საჩუქარი მიუღიათ მასწავლებლებს დირექციისგან ახალ წელს და 2020 წელს როგორ სიურპრიზს ელოდებიან.
გთავაზობთ მასწავლებლების კომენტარებს:
„ორ ახალ წელს ვიღებდით მეცამეტე ხელფასს პედაგოგები, სრული ხელფასი გვერიცხებოდა. მას შემდეგ ტკბილეულს ვიღებთ ხოლმე საჩუქრად“.
„დაახლოებით ათი წლის წინ ავიღე მეცამეტე ხელფასი, 21 წლის მანძილზე მსგავსი შემთხვევა სხვა არ ყოფილა, კარგი იყო. ასეთი საახალწლო საჩუქარი ყველა მასწავლებლისთვის უნდა იყოს, თუმცა სკოლებს არ აქვთ ხოლმე ამის საშუალება და ნეტა, სამინისტრო იყოს ჩვენი კეთილი თოვლის ბაბუა“.
„წლების წინ ალკოჰოლური სასმელი და ტკბილეული მახსოვს საჩუქრად, განსხვავებულ, წითელი ფერის ნაჭრის ჩანთაში იდო, შემდეგ მთელ თბილისს დაჰქონდა ის ჩანთები და ვცნობდი, რომ მასწავლებელი იყო. ერთხელ 50 ლარიც მახსოვს ხელფასზე დანამატი“.
„20 წელია ვმუშობ საჯარო სკოლაში, ტკბილეულით გვანებივრებს ხოლმე დირექტორი. ვისურვებდი, მეცამეტე ხელფასიც ყოფილიყო, თუმცა არასდროს ამიღია“.
„ჩემი მუშაობის 25 წლის მაძილზე მხოლოდ ერთხელ გვაჩუქეს პედაგოგებს 50 ლარი საახალწლოდ, მას შემდეგ ფინანსური საჩუქარი არ გვქონია, თუმცა ტკბილეულს გვჩუქნის ხოლმე დირექცია“.
„გამიხარდებოდა, სახელმწიფომ რომ წაგვახალისოს პედაგოგები და ფინანსური საჩუქარი გაგვიკეთოს, დირექციას არაფრის საშუალება არ აქვს“.
„ახალ წელს ტკბილეულს გვჩუქნის ხოლმე დირექცია. პედ-კოლექტივში ძირითადად ქალები ვართ და ერთხელ ტექსტილის საჩუქრებიც მივიღეთ“.
„ახალი წლის საჩუქარი დირექციისგან არ მახსოვს, თუმცა 8 მარტს ყოფილა ასეთი შემთხვევა და გავუხარებივართ პედაგოგები დირექტორს. ყვავილები დაგვირიგდა და ტკბილეული.“
თქვენ რა საჩუქარი მიგიღიათ დირექტორისგან?
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად