სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გარე დაკვირვების წესი დაამტკიცა
14-06-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გარე დაკვირვების წესი დაამტკიცა.

გარე დაკვირვების წესი შემუშავებულია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში და აწესრიგებს უფროსი მასწავლებლის მიერ გაკვეთილის წარმართვის შემოწმების მიზნით გარე დაკვირვებასთან დაკავშირებულ პროცესებს.

გარე დაკვირვების გავლის უფლება აქვს უფროს მასწავლებელს, რომელსაც სურს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება და რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

ა) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტქულებიდან მოპოვებული აქვს არანაკლებ 13 კრედიტქულა;

ბ) უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ გამოცხადდება. რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით იწარმოებს. განაცხადში, რომელსაც გარე დაკვირვების მსურველი პირი ავსებს, მითითებული უნდა იყოს:

ა) საგანი, რომელსაც ასწავლის მასწავლებელი და რომელშიც სურს გარე დაკვირვების გავლა;

ბ) კლასი, რომელშიც გეგმავს გარე დაკვირვებისთვის საგაკვეთილო პროცესის წარმართვას;

გ) კლასში/პარალელურ კლასში ამ პუნქტის ''ა'' ქვეპუნქტში მითითებული საგნის შესაბამისი საათობრივი დატვირთვა კვირის განმავლობაში;

დ) საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

გარე დაკვირვებაზე პირველი რეგისტრაცია მასწავლებლისთვის უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი წარმატებით ვერ გაივლის გარე დაკვირვებას, მეორე და ყოველი შემდგომი რეგისტრაციის გამოცხადებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის საფასური შეადგენს 50 ლარს.

გარე დამკვირვებელთა ჯგუფი ორი წევრისგან შედგება - ერთ-ერთი წევრი იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის ფასილიტატორია, რომელი საგნის გაკვეთილზეც უნდა განხორციელდეს გარე დაკვირვება. დაუშვებელია ფასილიტატორი იყოს  იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელი, რომელშიც ასწავლის გარე დაკვირვების მსურველი მასწავლებელი. ფასილიტატორს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შეარჩევს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახლომდებარე რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლის მასწავლებელზეც უნდა განხორციელდეს გარე დაკვირვება..

მეორე წევრი კი უნდა იყოს შესაფასებელი გაკვეთილის საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირი და აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს შესაფასებელი გაკვეთილის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი მიმართულებით მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

ბ) უნდა ჰქონდეს პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება შესაფასებელი გაკვეთილის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი მიმართულებით;

გ) უნდა ჰქონდეს წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსი და შესაფასებელი გაკვეთილის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი საგნის სწავლების გამოცდილება;

დ) წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი გარე დაკვირვება.

გარე დაკვირვება 4 ეტაპისგან შედგება: 

1. წინასაგაკვეთილო შეხვედრა; 

2. გაკვეთილზე დაკვირვება; 

3. გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა; 

4. გაკვეთილის შეფასება.

გარე დაკვირვება მასწავლებლის მიერ  შეთავაზებული 5 გაკვეთილიდან ერთ-ერთ გაკვეთილზე ხორციელდება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ ერთი დღით ადრე აცნობებს შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რესურსცენტრს, მასწავლებელსა და ფასილიტატორს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს მომდევნო დღისთვის საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებელი ორგანიზება.

გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში მასწავლებელი ვალდებულია ჩატარებული გაკვეთილის შესახებ რეფლექსია ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში გამოყოფილ სპეციალურ ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი არ შეფასდება.

გაკვეთილზე დაკვირვება და მისი შეფასება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის საფუძველზე ხორციელდება. გარე დამკვირვებელთა ჯგუფის წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფასებენ გაკვეთილს ქულებით, გაკვეთილის შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული თითოეული კრიტერიუმის მიხედვით.

გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32, გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს გარე დამკვირვებელთა ჯგუფის ორივე წევრის მიერ შეფასებული ქულების საშუალო არითმეტიკულის 75%-ს, არანაკლებ 24 ქულას. სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში კი გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს გარე დამკვირვებელთა ჯგუფის ორივე წევრის მიერ შეფასებული ქულების ჯამური რაოდენობის საშუალო არითმეტიკულის 75%-ს, არანაკლებ 21 ქულას.

თუ მასწავლებელი გარე დაკვირვებაში უარყოფით შეფასებას მიიღებს, მას ხელახალი რეგისტრაციის უფლება მომდევნო სასწავლო წელს მიეცემა.

გარე დაკვირვების შედეგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა უნდა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისთვის და მასწავლებლის შეფასების ჯგუფისთვის.


2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის გარე დაკვირვება განხორციელდება საპილოტე რეჟიმში. 

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ტესტის ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება

სამშაბათს სკოლებში სწავლა არ იქნება - ოფიციალური უქმე დღე საბავშვო ბაღებსაც ეხება

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფები, ისინი დასაჩუქრდნენ დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით

 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება