სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

8 გავრცელებული შეცდომა, რომელიც სამსახურის ძებნისას არ უნდა დაუშვათ
15-01-2020
-
+



როცა საოცნებო სამსახურში იმის გამო არ გიღებენ, რომ საკმარისი კომპეტენცია არ გაქვთ, დასანანია. თუმცა კიდევ უფრო უარესია, როცა ეს არა თქვენი არცოდნის, არამედ შეცდომების გამო ხდება, რომელთა გათვალისწინებაც გასაუბრებაზე მარტივად შეგეძლოთ.

etaloni.ge გაგაცნობთ 8 გავრცელებულ შეცდომას, რომლებიც არ უნდა დაუშვათ, თუკი სამსახურს ეძებთ:

გიგანტური რეზიუმე

პირველი, რასაც თქვენ შესახებ თქვენი პოტენციური დამსაქმებელი კითხულობს, თქვენი რეზიუმეა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაწილში ზომიერები იყოთ და არ გადააჭარბოთ. არ ღირს თქვენი ბიოგრაფიის უმნიშვნელო დეტალების მოყოლა. თქვენს დამსაქმებელს არ აინტერესებს, როგორები იყავით ბაღში ან რომელ გუნდს უწევდით კაპიტნობას სკოლაში.

აბსტრაქტული პიროვნული თვისებების უზარმაზარი სია

როდესაც თქვენ დიდი სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ, დამსაქმებელი ცდილობს, ამის კომპენსირება თქვენი თვითდახასიათებით მოახდინოს. თქვენი შაბლონური თვისებები: კრეატიული, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი ხშირად უბრალოდ „წყალია“ და თქვენი უნიკალურობა მასში სრულებითაც არ ჩანს.

უმჯობესია, აღწეროთ ორი-სამი თვისება, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ და მოყვეთ, როგორ ვლინდება ის პრაქტიკაში. ბანალური „პუნქტუალობის“ ნაცვლად აჯობებს დაწეროთ, „უძილო ღამის შემდეგაც კი არასდროს დამიგვიანია სამსახურში“. უმჯობესია, რომ ის, რისი კეთება იცით, სერთიფიკატებით დაასაბუთოთ და არა ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით.

გაგზავნამდე რეზიუმეს არგადაკითხვა

შეიძლება თქვენ მშვენივრად იცით, როგორ წეროთ გამართულად, მაგრამ მექანიკური შეცდომები ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც თქვენ ბევრი ფიქრის შემდეგ თქვენს სამოტივაციო წერილს დაწერთ და თქვენს რეზიუმეს შეადგენთ. ამიტომ უმჯობესია, მცირე დროის შემდეგ თვალი დაასვენოთ და ახლიდან წაიკითხოთ ის, რაც დაწერეთ.

დავიწყება, რომ დამსაქმებელი თქვენს სოციალურ ქსელს გადახედავს

იმისთვის რომ დამსაქმებელზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, არ არის საკმარისი იდეალური CV და სამოტივაციო წერილი გქონდეთ. მომდევნო ეტაპი სოციალურ ქსელში თქვენი პირადი ექაუნთების კონტროლია. ეს, როგორც წესი, ყველაზე მეტს ყვება თქვენ შესახებ. უმჯობესია, გქონდეთ თქვენი პირადი კონტენტი და არ გამოიყურებოდეთ, როგორც ბოტი. მაგალითად, საეჭვო იქნება, თუკი თქვენ ივენთ-მენეჯერობა გსურთ და ფეისბუკზე 20 მეგობარი გეყოლებათ.

დარეკვა და შეკითხვა, მიუვიდა თუ არა პოტენციურ დამსაქმებელს თქვენი რეზიუმე

როცა ამა თუ იმ კომპანიას ვაკანსია აქვს გამოცხადებული, მათ მეილზე უამრავი წაუკითხავი წერილია. შეიძლება მათ ინტერესში სულაც არ იყოს, რომ ყველას სასწრაფოდ უპასუხონ. როცა თქვენ ურეკავთ მათ, ეს ნიშნავს, რომ საქმიანი კომუნიკაციის ჩვევები საერთოდ არ გაქვთ, პირად შეტყობინებაში მიწერაც ცუდი იდეაა, ასე რომ უბრალოდ მოთმინების უნარი იქონიეთ და დაელოდეთ.

დაიწყოთ მოლაპარაკება ფულზე საუბრით

როცა გასაუბრებაზე მიდიხართ, თქვენგან ელიან, რომ საქმით ხართ დაინტერესებული და არა ფულით. ამიტომ ნუ დაიწყებთ საუბარს ფულზე, გრაფიკსა და სამედიცინო დაზღვევაზე. უმჯობესია, ეს საკითხები ბოლოსთვის მოიტოვოთ.

ძველი სამსახურის გაკრიტიკება

როცა კანდიდატი უჩივის ძველ სამსახურს, ეს საგანგაშო სიგნალია. თქვენ მაშინვე იქცევთ ყურადღებას, როგორც უმადური თანამშრომელი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობები აქვს პოტენციურ დამსაქმებელს წინასთან. თქვენი თანამოსაუბრე უნებლიეთ აყენებს თავს იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ახლა აკრიტიკებთ და შეიძლება საკუთარ თავს ჰკითხოს: მსურს მომავალში მსგავსი რამის მოსმენა?

ასევე, როცა გეკითხებიან, რატომ წამოხვედით ძველი სამსახურიდან, უმჯობესია თქვათ, რომ ვეღარ ვითარდებოდით ან გსურდათ ცვლილებები და წყენა, თუნდაც ის ნამდვილად ყოფილიყო, უმჯობესია დატოვოთ ზღურბლთან.

თქვათ, რომ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, გინდათ თუ არა აქ მუშაობა

თუ თქვენ რამდენიმე ორგანიზაციაში აგზავნით რეზიუმეს, ეს თქვენი დასაქმების შანსებს ზრდის. მაგრამ თუ გასაუბრებაზე იტყვით, რომ ჯერ კიდევ სხვა ორგანიზაციიდანაც ელით პასუხს, ნუ დაელოდებით დადებით რეაქციას. როცა თქვენ შეგეკითხებიან, სად ან როგორ ხედავთ თქვენს თავს მომავალში, უმჯობესია ისეთი სურათი დახატოთ, სადაც ამ კომპანიას უკავშირებთ თქვენს მომავალს, რადგან ყველა ორგანიზაციას სურს მოტივირებული თანამშრომელი, რომელსაც სურს საკუთარი კომპეტენციის განვითარება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება