სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ გავხდე საუკეთესო მასწავლებელი? - 10 მნიშვნელოვანი რჩევა პედაგოგებს
19-12-2019
-
+


როდესაც მასწავლებელი ხარ, რთულია ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად საუკეთესო იყო. მაგრამ როდესაც თქვენი და მოსწავლეების სწავლის სტილი ერთმანეთს ემთხვევა, მათთვის საუკეთესო ხდებით.

კლასში 30, 20 ან თუნდაც 10 მოსწავლე თუ გყავთ, მათ თქვენი სწავლების მეთოდზე ერთნაირი აზრი არასოდეს ექნებათ, ასე რომ მათი შეფასებებიც განსხვავებული იქნება.

თუ გინდათ საუკეთესო მასწავლებელი იყოთ, მოსწავლეების ნათქვამი ყოველთვის გაითვალისწინეთ.

მოსწავლეებს მიეცით შესაძლებლობა დაგეხმარონ, მათთვის საუკეთესო გახდეთ!

etaloni.ge 10 რჩევას მოგცემთ: 

  • კარგი მასწავლებელი დადებითი მასწავლებელია
თუ მოსწავლეს პრობლემები, ცუდი დღეები, სტრესი ან დეპრესია აქვს, მისი აკადემიური მოსწრება თუ უარესდება და არაფრის სწავლის სურვილი არ აქვს, ნუ შეეკამათებით და ნუ ეტყვით, რომ ძალიან ცუდი და ზარმაცი გახდა. მოსწავლეები ამას უხეშობად და არაპროფესიონალიზმად ჩაგითვლიან.

  •  გაკვეთილი მოსწავლეები ცხოვრების რელევანტური უნდა იყოს
თუ გინდათ მოსწავლეებს თქვენი გაკვეთილი ახსოვდეთ, შეეცადეთ მასალები მათი ცხოვრებიდან ამა თუ იმ მომენტს დაუკავშიროთ.

  • მოსწავლეებთან იმეგობრეთ ​
მოსწავლეებს უნდა უსმენდეთ, მათი ცხოვრებით ინტერესდებოდეთ, თუმცა არასოდეს გადახვიდეთ იმ საზღვარს, რომელიც თქვენ, როგორც მასწავლებელს, მათგან გყოფთ.

  • დრო ეფექტურად გამოიყენეთ
გახსოვდეთ ვინ ხართ და სად ხართ. მოსწავლეებს არ მოსწონთ, როდესაც მასწავლებელი ეუბნება, რომ მის ახალგაზრდობაში მოსწავლეები ბევრად უკეთესები იყვნენ, განათლებითაც, დისციპლინითაც და ა.შ. ასე საბაბს მისცემთ, რომ შემდეგი გაკვეთილი გააცდინონ.

  • მეტი განმარტება
იმ შემთხვევაშიც კი თუ ფიქრობთ, რომ თქვენი საუბარი ყველასთვის გასაგებია, მაინც რამდენჯერმე ახსენით. ხანდახან მოსწავლეები ვერ იგებენ არა იმიტომ, რომ უნარები არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ განსხვავებულები არიან.



  • სწავლების მრავალფეროვნება
ნუ დაგეზარებათ, გამოიყენეთ სწავლების სხვადასხვა გზა და მრავალფეროვანი რესურსები!

  • იყავით ძლიერები
ეს არ ნიშნავს, რომ დიქტატორები უნდა იყოთ, უბრალოდ ზედმეტად რბილებიც ნუ იქნებით. პოზიტიურობა შეინარჩუნეთ!

  • კარგ მასწავლებელს ყოველთვის აქვს მიზანი!
როდესაც გაკვეთილს იწყებთ, თქვენი მოსწავლეები ცხადად უნდა ხედავდნენ, გაკვეთილზე რას ისწავლიან.

  • მოსწავლისთვის სანიმუშო უნდა იყოთ !
მოსწავლეებს თქვენი საქციელით კარგ მაგალითს უნდა აძლევდეთ. დაგვერწმუნეთ, ეს თქვენც და მოსწავლეებსაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ!

  • გჯეროდეთ და გწამდეთ მოსწავლეების!
უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მოსწავლეებს იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი საგანი არ აინტერესებთ. გწამდეთ ყველა მათგანის!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება