სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დიახ, ეფექტურ განათლებას და წარმატებების რწმენას!!! - 14 დეკემბერს „ეტალონის“ შუალედური ფინალი და izrune.ge-ს დაჯილდოება გაიმართება
13-12-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედური ტრადიციული ფინალური კონკურსი მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება.

ღონისძიების დევიზი: ჩვენ ვქმნით მომავლის ისტორიას!!! 

ღონისძიების კონცეფცია მოიცავს სადღესასწაულო და წინასაახალწლო განწყობას, თემებით: 

- დიახ, სითამამეს !!! 

- დიახ, ერთმანეთის წარმატებით გახარებას !!! 

- დიახ, ეფექტურ განათლებას და წარმატებების რწმენას !!!

ღონისძიებაზე დამსწრე და მოწვეულ თანამოაზრეებს „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი სთხოვს გაითვალისწინონ შემდეგი მიდგომა: 

- ჩვენ არ ვართ სტუმრები !!! 

- ჩვენ „ეტალონის“ მტკიცე ოჯახის წევრები და izrune.ge-ს თანამოაზრეები ვართ ! ! !

- ყველას გილოცავთ 2020 წელს !!!                                                                       

2020-ის ტრადიციული სლოგანი: განათლება და ღირსება - ბედნიერება ყველას სჭირდება !!!

კონკურსი უკვე მეოთხე წელია ტრადიციულად ამ დროს ტარდება და მასში მონაწილეობენ ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე პერიოდის (2019 წლის სექტემბერი-დეკემბერი) გამარჯვებული მოსწავლეები იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც  ჩატარდა ჩემპიონატის ორივე ეტაპი (პირველი ეტაპი - ტესტირებები სკოლებში და მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების მონაწილეობით კონკურსები თითოეულ მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე).

შუალედურ ფინალში გამარჯვებულ სამ მოსწავლეს გადაეცემა დიპლომები და ჯილდოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით - კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერები: პირველ ადგილზე გასულს - 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასულს - 800-ლარიანი ვაუჩერი, მესამე ადგილზე გასულს - 500-ლარიანი ვაუჩერი.

კონკურსს დაესწრებიან საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის მონაწილე გამარჯვებულები - „ეტალონი მოსწავლეები“ და ასევე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი დელეგაციები; საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები; სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება „ეტალონის“ ინოვაციური პროექტის izrune.ge-ს თბილისის სკოლების სუპერკლასების დაჯილდოება და izrune.ge-ს ქვეპროექტში „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ჩართული სკოლების დირექტორების და პედაგოგების დაჯილდოება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება