სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ვის ელოდება სასიყვარულო თავგადასავლები და ვინ იქნება წარმატებული კარიერაში? - 2020 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
02-01-2020
-
+


2020 წელს ვირთხის წელს ველოდებით, ეს მამრობითი სქესის მეტალის ვირთხის წელია და ჩინური კალენდრის მიხედვით, 25 იანვარს დადგება. ლითონის ფერი ჩინურ ჰოროსკოპში თეთრს ან ოქროსფერს უკავშირდება. ამიტომ, 2020 წელს ასევე უწოდებენ თეთრი ვირთხისა ან ოქროს ვირთხის წელიწადს.

როგორი
იქნება ახალი2020 წელი თითეული ჩვენგანისთვის? რომელ სფეროში მოუტანს ცვლილებებს ზოდიაქოს ნიშნების კონკრეტულ წარმომადგენლებს მეტალის ვირთხა? ვინ იქნება წარმატებული კარიერაში და ვის ელოდება სასიყვარულო თავგადასავლები? - ამ თემებზე „ეტალონს“ ასტროლოგი ხათუნა ნოელი ესაუბრა:

„ყველაზე კარგი პერიოდი მიწის სტიქიის წარმომადგენლებს ელით. თუ წინა წელს საკმარისი სიბეჯითე გამოიჩინეს, თხის რქებს პიროვნული ზრდა, და ამასთან ერთად, კარიერული წინსვლაც ელოდებთ. მათ პირად ინიციატივებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ახალი წლიდან მოყოლებული მათთვის წარმატებების და აღმასვლის თითქმის ერთწლიანი პერიოდი იწყება. ისინი შეძლებენ საზოგადოებრივ ასპარეზზე თავის დამკვიდრებას.

ხოლო კუროების დიდ ნაწილს სწავლის თემებში გაუღიმებთ იღბალი, ასევე უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაშიც.

ქალწულებს რაც შეეხებათ,  ისინი ვინც ჯერ მარტოხელები არიან, სასიყვარულო ორომტრიალში ჩაებმებიან. დაოჯახებულებს პატარაც  შეიძლება შეეძინოთ. ხელოვნების სფეროში ან სპორტში მოღვაწე ქალწულებისათვის 2020 ძალზე წარმატებული იქნება.

გაუმართლებთ ასევე წყლის ნიშნის წარმომადგენლებსაც მორიელებსა და  თევზებს.  მორიელებს წარმატებების მიღწევაში მათი საკუთარი ვიწრო წრის წარმომადგენლებიც დაეხმარებიან, და ასევე ახალი ნაცნობებიც.

თევზებს კი სწორედ ახლა  დიდი ხნის ნაოცნებარი გეგმების შესრულების შანსები გამოუჩნდებათ.

მერწყულებისა და მშვილდოსნებისათვის  2020 მეტ-ნაკლებად ნეიტრალური იქნება.  თუმცა შესაძლოა მერწყულებმა ფარულ ამბებს ახადონ ფარდა, გაარკვიონ ის, რაც აქამდე ძალიან აინტერესებდათ. ნაწილი მერწყულებისა ემიგრაციაშიც შეიძლება აღმოჩნდეს თუკი საამისო სურვილი ექნებათ, ხოლო მშვილდოსნებისთვის ეს წელი ფინანსური საკითხების უკეთ დალაგების პერიოდი იქნება.

განსაკუთრებულად ძალების მობილიზაცია წლის მეორე ნახევარში  სასწორებს, კირჩხიბებსა და ვერძებს მოუწევთ. ვერძებისათვის კარიერული თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი, კირჩხიბებმა პარტნიორობის საკითხები უნდა მოაგვარონ, ხოლო სასწორებისთვის საჭირბოროტო საკითხები საკუთარ ჭერზე იქნება აქცენტირებული.

ტყუპებს შესაძლოა  საკმაოდ კარგი შანსები მიეცეთ მემკვიდრეობის მიღების თვალსაზრისით, ან  უბრალოდ ფულად საკითხებთან დაკავშირებული თემების მოგვარება შეძლონ.

რაც შეეხებათ ლომებს, მათთვის 2020 ჯანრთელობის გაკაჟებასთან და სამსახურში პოზიტიურ ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული.

და ბოლოს, ყველა ზოდიაქოს წარმომადგენელმა დაიმახსოვრეთ - ვირთხის წელი იმ შემთხვევაში იქნება  ნებისმიერი თქვენთგანისთვის წარმატებული, თუ შემართებას და ძალისხმევას არ დაიშურებთ მიზნების მისაღწევად, იქნებით პრინციპულები, შრომისმოყვარეები და ცოტათი ავანტიურულებიც კი, რადგან აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ვერცხლისფერი მეტალის თაგუნია სწორედ ასეთია!

წარმატებებს გისურვებთ!“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება