სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

საახალწლო რჩევები სტუდენტებს, რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ
03-01-2020
-
+


ახალ წელს, დატვირთული განრიგისა და გამოცდების პირობებში, სტუდენტებისთვის საზეიმოდ დროის გამონახვა და საახალწლო სამზადისისას სიმშვიდის შენარჩუნება საკმაოდ რთულია. არავის სურს ამ დროს მოწყენილი ან ზედმეტად დაკავებული იყოს.

ამიტომ აუცილებელია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არა მარტო საზეიმო, არამედ მომავალი წლის გეგმებიც დაისახოთ.

  • ყოველდღე ერთი სასიკეთო საქმე მაინც გააკეთეთ
თქვენი მიზანი უნდა იყოს ყოველდღე ღიმილი ერთ ადამიანს მაინც მოჰგვაროთ. ეს თქვენს და იმ ადამიანის დღეს ბევრად სასიამოვნოს გახდის.

  • გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის
ყოველდღე 10-30 წუთი მაინც უნდა დაუთმოთ საკუთარ თავს. ეს თქვენი მენტალური და ფიზიკური სტაბილურობისთვის აუცილებელია.

  • დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს
ალბათ, აანალიზებთ ძილი რამდენად მნიშვნელოვანია. სხვადასხვა დროს დაძინება ენერგიას წაგართმევთ და დილით თავს ცუდად იგრძნობთ, ამიტომ შეეცადეთ ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ.

  • მეტი ივარჯიშეთ
კვირის განმავლობაში თქვენს გრაფიკში ვარჯიშს მეტი დრო დაუთმეთ. შეეცადეთ ლიფტის ნაცვლად კიბე გამოიყენოთ და ფეხით მეტი იაროთ.

  • დღეში ერთ ყავაზე მეტს ნუ დალევთ
შესაძლოა ყავა გაფხიზლებთ და ეს გამოცდებისთვის მომზადებაში გეხმარებათ, თუმცა შეეცადეთ რაოდენობა შეამციროთ.

  • დააგროვეთ ფული
მართალია სტუდენტისთვის თანხის დაგროვება რთულია, მაგრამ შეეცადეთ კვირის დასაწყისში რაღაც თანხა გადადოთ და ხელი არ ახლოთ.

  • წაიკითხეთ წიგნები
მიზნად დაისახეთ, რომ ახალი წლიდან ყოველ თვე ერთი წიგნი მაინც წაიკითხოთ.



  • დაარეგულირეთ კვება
ჭამეთ მეტი ხილი და ბოსტნეული. შეეცადეთ, რომ ყოველდღე მეტ და მეტ „მწვანეს“ მიირთმევდეთ.

  • დაესწარით ღონისძიებებს
დაესწარით რაც შეიძლება მეტ ღონისძიებას, რაც თქვენს უნივერსიტეტსა თუ სხვა დაწესებულებსა და ორგანიზაციებში ტარდება. ეს თქვენი განვითარებისთვის ძალიან კარგი იქნება.

  • ნაკლები დრო დაუთმეთ სოციალურ მედიას
მართალია სოციალური მედიის მოხმარება გარდაუვალია, მაგრამ შეეცადეთ დღეს მისით არ იწყებდეთ და არ ამთავრებდეთ.

  • მეტი დრო გაატარეთ გარეთ
ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ  შეეცადეთ მეტი ივარჯიშოთ და დაისვენოთ ბუნებაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება