სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

5 გზა ოცნების სამსახურამდე
19-12-2019
-
+


მხოლოდ კარგი განათლება და უმაღლესი განათლების დიპლომი სასურველი სამსახურის პოვნის გარანტია არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დამსაქმებლებმა ადამიანების პიროვნული და სოციალური უნარების დაფასება დაიწყეს.

იმისთვის, რომ ოცნების სამსახურში მოხვდეთ თქვენი მიზნებისა და შესაძლებლობების შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა გქონდეთ. „ეტალონი“ გთავაზობთ 5 გზას, რომლებიც ოცნების სამსახურამდე მიგიყვანთ:

ისწავლეთ პასუხისმგებლობის აღება

ნუ მიეჩვევით, თქვენი წარუმატებლობები გარემოებებით ახსნათ და გარშემომყოფებს გადააბრალოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, თქვენი გააზრებული არჩევანის შედეგია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გჭირდებათ პროგრამა - „5 გზა ოცნების სამსახურამდე“, თუმცა პროგრამისტი თავად ხართ და ალგორითმის შექმნაც დამოუკიდებლად მოგიწევთ.

დაიწყეთ მოქმედება, შექმენით მიზნამდე მისასვლელი მარშრუტი

გაიხსენეთ, რომ ყველაფერი ორჯერ იქმნება: ერთხელ - გონებაში და მეორეჯერ - რეალობაში. ნებისმიერი კერძი იწყება რეცეპტიდან, მოგზაურობა - მარშრუტიდან და წიგნი - ჩანაფიქრიდან. ასე რომ, ყველაფერი თქვენს ხელშია, უფრო სწორად კი - თქვენს გონებაში.

გამოიჩინეთ ინიციატივა

ნუ დაელოდებით, რომ წარმატება თვითონ მოვა ან თქვენს მიზნებზე სხვები თქვენ გარეშე იზრუნებენ. თქვენ მოგიწევთ იმოქმედოთ! ყურადღებით მოეკიდეთ ყველა წყაროს, საიდანაც თქვენ შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ.

ჯერ დაიწყეთ იმით, რაც პირველ რიგში უნდა გააკეთოთ

დაალაგეთ პრიორიტეტები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მოქმედება. თქვენ უნდა შეგეძლოთ, განსაზღვროთ მოცემულ მომენტში რომელი მოქმედებაა თქვენთვის პრიორიტეტული და რომელ მათგანს შეუძლია, თქვენი მომავალი განსაზღვროს.

გამოიყენეთ სინერგიის ეფექტი

შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საქმით დაკავდეთ, რომლებიც სხვადასხვა სასარგებლო ჩვევას გამოგიმუშავებთ და თან თავის გამოცდაშიც დაგეხმარებათ. მაგალითად, ექიმს, რომელსაც აქვს მენეჯერული გამოცდილება, დასაქმების მეტი შანსი აქვს, პერსპექტიული ინჟინერი მთარგმნელის უნარებით, ასევე, საკმაოდ იშვიათი და პერსპექტიული კადრია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება