სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

„მითია, რომ მძიმე ჩანთა, არასწორი ჯდომა და ცეკვა იწვევს სქოლიოზს“ - ორთოპედის დამაიმედებელი „დიაგნოზი“ მშობლებისთვის
07-12-2019
-
+


მძიმე სასკოლო ჩანთები მოსწავლეებისა და მშობლების უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გამხდარა. ხშირად ვრცელდება რჩევები, რამდენს უნდა იწონიდეს ბავშვის ჩანთა, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მან მოზარდობის პერიოდში. თუმცა,  ორთოპედ-ვერტებროლოგი, მედიცინის დოქტორი, ირაკლი ვარძუკაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე უარყოფითი მოსაზრებები, მითი და გადაჭარბებულია.

სინამდვილეში, უქმნის თუ არა აღნიშნული ფაქტორები მოსწავლის ჯანმრთელობას საფრთხეს? - ამ და თემასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად, etaloni.ge ირაკლი ვარძუკაშვილს ესაუბრა.

„პირდაპირ თქმა, რომ მძიმე ჩანთა იწვევს ხერხემლის დეფორმაციას, არის არასწორი და უფრო - მითი. მძიმე ჩანთა შეიძლება უფრო გახდეს წინაპირობა, ვიდრე რაიმეს გამომწვევი. მან შეიძლება გამოიწვიოს ტანდეგობის დარღვევა, კუნთოვანი ასიმეტრია, რაც გამოსწორებადია, მაგრამ სქოლიოზი მძიმე ჩანთისგან არ ჩნდება. საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ მძიმე ჩანთა, არასწორი ჯდომა, ცეკვა იწვევს სქოლიოზს, არის მითი. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ვერტებროლოგი, რომ განასხვაოს, ეს სქოლიოზია თუ ტანდეგობის დარღვევა“, - ამბობს „ეტალონთან“ საუბარში ირაკლი ვარძუკაშვილი.

სქოლიოზის, რომელიც ხერხემლის სვეტის დეფორმაციაში ვლინდება, გამომწვევი რეალური მიზეზი, ექიმის თქმით, ჯერ კიდევ უცნობია: „80%-ში სქოლიოზი არის იდიოპათიური, ანუ უცნობი ეტიოლოგიის, დანარჩენი არის  თანდაყოლილი, შეიძლება იყოს ტრავმის შემდგომი და ა.შ“.

ვარძუკაშვილი ამბობს, რომ, მისი პრაქტიკიდან გამომდინარე, ხერხემლის დეფორმაცია ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია, თუმცა ექიმი „ეტალონთან“ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს:

„პაციენტების, დაახლოებით, 3-5%-ია საოპერაციო, ანუ ძალიან ცოტა. ხერხემლის დეფორმაციის სწორად წარმართული მკურნალობა 90%-ში ეფექტური და განკურნებადია. მშობლები როგორც კი შეამჩნევენ მოზარდის მხრების ასიმეტრიას, არასწორად დგომას, აუცილებლად უნდა მიმართონ ორთოპედ-ვერტებროლოგს და არა მასაჟისტს, რათა თვიდან ავიცილოთ შემდგომი გამოუსწორებელი მდგომარეობა“, - უთხრა „ეტალონს“ ვარძუკაშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება