სიახლეები
სამასწავლებლო

„Etaloni.ge-სთან თანამშრომლობამ მოტივაცია გააჩინა, რაც შეიძლება მეტი აქტივობა ჩავატაროთ, რათა სხვებისთვისაც მაგალითი ვიყოთ“
02-12-2019
-
+


მოსწავლეებმა და პედაგოგებმა იციან, რომ მათი ნებისმიერი აქტივობა თუ წარმატებული ნაბიჯი ყურადღების მიღმა არ დარჩება“ - ასე აფასებენ Etaloni.ge- პარტნიორი სკოლების ხელმძღვანელები. რა შეჰმატა სკოლას, მოსწავლესა თუ პედაგოგს საიტთან თანამშრომლობამ, რატომ მიიჩნევენ მოტივატორად და როგორ შეაყვარა მოსწავლეებს კითხვა Etaloni.ge-? - ამ კითხვებზე პასუხებს სასკოლო ცხოვრების წლის შეჯამებასთან ერთად ჩვენი რესპონდენტების კომენტარებში ამოიკითხავთ.

სალომე სარალიძე - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენი მოსწავლეები დიდი სიხარულით შეხვდნენ სასწავლო წელს და გეტყვით, რომ სხვადასხვა პროექტში ჩართულობა თვითდაჯერებას ჰმატებს ბავშვებს, მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს და ისინი უკეთ აცნობიერებენ, საკუთარ ძლიერ და შედარებით სუსტ მხარეებს.საამაყოა ისიც, რომ  ქუთაისის „ეტალონი“ ჩვენი მოსწავლეა და მთელი სკოლა სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. კლასმა ბანერიც გამოაკრა და ყველამ გაიზიარა მარიკოს ეს სიხარული; თუმცა მხოლოდ ეს როდია - მოსწავლეებმაც, პედაგოგებმაც იციან, რომ მათი ყოველი წარმატება აუცილებლად გამოქვეყნდება Etaloni.ge-ზე, რაც დამატებითი მოტივაციაა. ასეთ დროს, ისინი უფრო კრიტიკულები ხდებიან და სხვა მოთხოვნები აქვთ, პირველ რიგში, საკუთრი თავის მიმართ; ასევე დადებითი დამოკიდებულებაა Izrune.ge-ს მიმართ, მშობლებსაც ძალიან უნდათ, შვილები ასეთ პროექტებში იყვნენ ჩართულები. ზოგადად, შემეცნებითი კონკურსები მოსწავლეებს ზრდის და საკუთარი თავის რწმენას ჰმატებს.

ფატიმა სიორიძე - ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მინდა, მივესალმო „ეტალონს“ და მთელ გუნდს! ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს „ეტალონთან“, ჩვენ წლების განმავლობაში გვყავდა „ეტალონი მოსწავლეები“, რომლებიც შემდეგ თქვენი გუნდის თანამშრომლები გახდნენ.

ტრადიციას ვაგრძელებთ და ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ეს დინამიკა; ასევე დიდი მადლობა უნდა გითხრათ სასკოლო აქტივობების გამოქვეყნებისთვის, რაც მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოტივაციას ზრდის და სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისას თუ შიდასაკონკურსო შეჯიბრზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ბავშვებიც, პედაგოგებიცა და მშობლებიც ყურადღებით ეცნობიან Etaloni.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციებს, შემდეგ კი ერთმანეთს აზრებს უზიარებენ, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობენ და რაც მთავარია, განათლების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ საქმის კურსში არიან -  ეს Etaloni.ge-ს დამსახურებაა.

გულჩინა ჭიკაძე - კერძო სკოლა „საუნჯის“ დირექტორი:

- Etaloni.ge-სთან  თანამშრომლობამ მოტივაცია გააჩინა, რაც შეიძლება მეტი აქტივობა ჩავატაროთ, რათა სხვებისთვისაც მაგალითი იყოს ჩვენი ღონისძიებები თუ წარმატება. მასწავლებლებისა თუ მოსწავლეებისთვის სასიამოვნოა, რომ მათ შესახებ ინფორმირებულები არიან არა მხოლოდ ჩვენს სკოლასა და  ქალაქში, არამედ ფართო საზოგადოება ეცნობა ყველა აქტივობას, წარმატებულ ნაბიჯს... მართალია, ასეთ დროს კონკურენცია დიდია და ყველა სკოლა ცდილობს, საუკეთესო, განსხვავებული პროდუქტი დადოს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ჯანსაღი კონკურენციისთვის. მას შემდეგ, რაც სკოლის სიახლეები Etaloni.ge-ზე გაშუქდება, ამ სტატიებს ჩვენი სკოლის ვებგვერდზე ვაზიარებთ და მშობლებიც საქმის კურსში არიან. „ეტალონთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და პირველი შეთავაზებისთანავე ჩავერთეთ Izrune.ge-ში. მიმაჩნია, რომ რაც მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, განათლებას მეტი ფასი დაედება, რადგან ესაა არაჩვეულებრივად გაკეთებული პროექტი, ბავშვისთვისაც, სკოლისთვისაც, მშობლისთვისაც და მადლობა მინდა გადავუხადო მთელ შემოქმედებით გუნდს - ძალიან კარგ, მამულიშვილურ საქმეს აკეთებთ!

მამუკა ხამხაძე - ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

- მოსწავლეების, პედაგოგების, მშობლებისა და, ზოგადად, სკოლისთვის Etaloni.ge-ს არსებობა რამდენიმე ასპექტითაა მნიშვნელოვანი: სკოლას შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, თუ რა ხდება საქართველოს სხვადასხვა სკოლაში; გარდა ამისა, მოსწავლეები და მასწავლებლები სწორედ Etaloni.ge-ს საშუალებით, საკუთარ აქტივობას, მიღწევებს აცნობენ საზოგადოებას და ესაა მოტივაციის წყარო; და ბოლოს, Etaloni.ge ის სივრცე და ფორმატია, სადაც ხალხი, ვისაც განათლებაზე გული შესტკივა, ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებს, შესაბამისად იმატებს ინფორმირებულობის დონე.

რამდენიმე წელია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ და ჩემი პოზიცია ასეთია: რაც მეტი სივრცე იქნება კომუნიკაციისთვის, რაც მეტი უკუკავშირის შესაძლებლობა ექნება სკოლას, მით უკეთესი. მოსწავლეების ინტერესიც მაღალია - კითხულობენ და ელოდებიან ახალ ინფორმაციას.

ჯუმბერ ტერუნაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის დირექტორი:

-  ჩვენ სკოლაში სასწავლო წელი ხალისიანად და დაიწყო. მოსწავლეებიც, პედაგოგებიც სხვადასხვა აქტივობაში არიან ჩართულები და სხვათა შორის, ასეთი ინტერესი Etaloni.ge-ს დამსახურებაა. მუდმივად ვადევნებთ თვალს  გაშუქებულ ინფორმაციას და სკოლის ყოველმა წარმომადგენელმა იცის - ნებისმიერი ღონისძიება თუ წარმატება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცევა. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, თითქმის მთელი სკოლაა ჩართული და ბავშვებიც აქტიურად ეცნობიან საიტს.

ნანა ჯალაღონია - აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენ სკოლაში სასწავლო წელი წარმატებულად დაიწყო წელი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, მასწავლებლები ჩართულები არიან კარიერული წინსვლის სქემაში - 22 პედაგოგიდან 15 უფროსი მასწავლებელი გვყავს, 1 წამყვანი, სამი დოქტორი, ერთი დოქტორანტი, 2 მასწავლებელი კი წარდგენილია და ელის გარედაკვირვებას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი სწავლის ხარისხზე აისახება - მოსწავლეები ჩართულები არიან ყველა სასწავლო თუ სამეცნიერო პროექტში, სკოლისა და სკოლისგარე ღონისძიებებში... ჩვენთვის კი უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ყველაფერი ოპერატიულად, ობიექტურად შუქდება Etaloni.ge-ს საშუალებით. აქვე, შეუძლებელია, არ აღვნიშნო Etaloni.ge-ს მთავარი დამსახურება - თქვენი საშუალებით ჩვენი სკოლა ხალხმა გაიცნო!

Etaloni.ge ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როცა ძალიან გვჭირდებოდა პოპულარიზაცია. გარდა ამისა, საიტი აღმოჩნდა ერთ-ერთი მოტივატორი, რათა დაიგეგმოს მეტი აქტივობა, მეტი ღონისძიება. მეტი ჩართულობა და დაინტერესებაა მოსწავლეების მხრიდან და ამაში „ეტალონს“ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. Etaloni.ge-ს ინფორმაციებს სკოლის ვებ და Facebook-გვერდებზე ვაზიარებთ და თქვენ წარმოიდგინეთ, შემდეგ ეს ინფორმაციები მშობელთა დახურულ ჯგუფებში ვრცელდება.

ქეთევან ჩოქური - სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის  N54 საჯარო სკოლის დირექტორი:

- სწავლა საზეიმო ვითარებაში დავიწყეთ - ზაფხულში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ახალ გარემოში მივიღეთ ბავშვები; ჩართულები ვართ ახალი სკოლის მოდელში და ბევრი სიახლე გვაქვს, რომელთა გაშუქებაში ძალიან გვეხმარება Etaloni.ge-ს ჟურნალისტური საქმიანობა. ყველა სიახლე შუქდება და ეს გვმატებს მოტივაციას. პედაგოგებიცა და მოსწავლეებიც აქტიურად ჩართულები არიან ამ პროცესში; გარდა ამისა, ჩვენ, სკოლები, განათლებისა სამინისტროსა და ერთმანეთის სიახლეებს ვეცნობით, გამოცდილების ერთგვარი გაცვლა ხდება. Etaloni.ge-ს ვუსურვებ წარმატებას და მინდა, ჩვენი თანამშრომლობა იყოს ხანგრძლივი.

მაია თავართქილაძე - ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ახალ, სრულიად რეაბილიტირებულ კორპუსში გადავედით; დაწყებითების კორპუსის რეაბილიტაციაც მოხდება და სასწავლო წლის ბოლოსთვის, სკოლა ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება. საამაყოა, ისიც, რომ ძალიან კარგი შედეგები გვქონდა ეროვნულ გამოცდებზე, ჩვენი „ეტალონი“ მოსწავლე უნივერსიტეტში ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა, ასევე წელს მოგვემატა წამყვანის სტატუსის მქონე სამი პედაგოგი, დარეგისტრირებულია კიდევ 10 მასწავლებელი და ამ წარმატებების ერთ-ერთი მოტივატორია Etaloni.ge.

ბავშვებს ახარებს ის, რომ ცნობადები გახდნენ - ჩვენი ნებისმიერი აქტივობა ქვეყნის მასშტაბითაა ცნობილი და ეს ბევრს ნიშნავს. მოსწავლეები მუდმივად ეცნობიან საიტის ინფორმაციებს.

მედეა ქოქრაშვილი - თბილისის N122 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენს სკოლაში ჩატარდა რემონტი და სრულყოფილ, გარემონტებულ კლასებში შევიდნენ ჩვენი მოსწავლეები.  რაც შეეხება სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, ჩართულები ვართ სხვადასხვა ღონისძიებაში, დამუშავდა პროექტები და ამ მიმართულებით კარგად მივიწევთ წინ, მით უმეტეს, მისასალმებელია, რომ ეს ყველაფერი შუქდება Etaloni.ge-ზე; ეს პიარია სკოლისთვის და ბავშვებმაც კარგად მიიღეს Etaloni.ge. ხომ იცით, ახლანდელი თაობა არაფერს მიიღებს და გაითავისებს, თუ ინტერესი არ აქვს, Etaloni.ge-ს სიახლეებს კი მუდმივად ეცნობიან, შემდეგ ეს ინფორმაციები გადმოგვაქვს სკოლის გვერდზე და შესაბამისად ნახვების მაჩვენებელიც მაღალია.

ტარიელ მიქაძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასწავლო წელი მობილიზებულად, ორგანიზებულად დავიწყეთ - კარგი განწყობითა და  შემართებით. ღონისძიებაც ჩავატარეთ და მადლობა Etaloni.ge-ს, რომ არ დაუკარგეთ მოსწავლეებს სტიმული -  იციან, მათი ყოველი აქტივობა თუ წარმატება აუცილებლად გაშუქდება. წარმოიდგინეთ, ბავშვები თავად არიან დაინტერესებულები, ეს ინფორმაციები გამოქვეყნდეს და თავს არ ზოგავენ, კარგი შედეგები დადონ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება