სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი - „ჩვენ გვიყვარს გალაკტიონი“ განხორციელდა
18-11-2019
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის VIIბ კლასში დამრიგებელმა ნატალია თურქაძემ განახორციელა სასწავლო პროექტი სახელწოდებით „ჩვენ გვიყვარს გალაკტიონი“.

„პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მეტი ინფორმაცია  მიიღონ  გალაკტიონის შესახებ, გააკეთონ მისი   მემკვიდრეობის ანალიზი, მოემზადონ პოეტის  სამყაროში სამოგზაუროდ, განუვითარდეთ  ინფორმაციის  მოძიების, დამუშავების კვლევისა  და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევები.

პროექტი მიმდინარეობდა 3 კვირა. მოსწავლეებს დაევალათ გალაკტიონის შესახებ საინტერესო და ცნობილი ინფორმაციების მოძიება.

შედეგი: პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა უფრო მეტი გაიგეს გალაკტიონის შესახებ, წაიკითხეს პოეტის ლექსები, წერილები, გაეცნენ  მის ცხოვრებასა  და შემოქმედებას, ეწვივნენ გალაკტიონის სახლ-მუზეუმს, გადაიღეს  ფოტოები, მოვაწყვეთ პოეზიის საღამო სახელწოდებით „როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“.

ჩვენმა ნორჩმა მხატვარმა ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა პოეტისადმი სიყვარული გადმოსცა თავის ნახატში, მან შექმნა გალაკტიონის პორტრეტი, რომელიც გადაავეცით მუზეუმს.

მსგავსი პროექტები  მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევის უნარების გამომუშავებას, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ზოგადად, მოსწავლეთა პიროვნულ, მორალურ, სოციალურ  და შემეცნებით-კულტურულ  განვითარებას“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

სკოლის წარმომადგენლის განმარტებით, სადამრიგებლო საათი არის დამრიგებლის უშუალო ურთიერთობის დრო თავის აღსაზრდელებთან. სადამრიგებლო საათი-ეს არის კლასის დამრიგებლის ორგანიზებული საქმიანობა, რომლის მიზანია მოსწავლეთა პიროვნული აღზრდა, ღირებულებათა სისტემის, მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირება.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება