სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ-გასართობ შეჯიბრში წარმატება მოიპოვეს
18-11-2019
-
+


თბილისში ფრენბურთის ოლიმპიურ არენაზე სპორტულ-გასართობ შეჯიბრ „მხიარულ სტარტებში“ ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ფინალში ერთმანეთს დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის გუნდი - „არგონავტები“ და აღმოსავლეთ საქართველოს ზონალურ შეჯიბრებაში გამარჯვებული - ბორჯომის N3 საჯარო სკოლის გუნდი შეხვდნენ.  

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის გუნდმა სპორტულ-გასართობ შეჯიბრში წარმატება მოიპოვა.

სკოლის დირექცია ულოცავს წარმატებულ გუნდს გამარჯვებას.

„შეჯიბრების ორგანიზატორების მიერ საქართველოს ჩემპიონის გამოსავლენად შეირჩა 6 თამაში: ძალის, სისწრაფის, მოქნილობის, სიზუსტის, გამძლეობის, სიმარჯვისა და სწრაფიკოორდინაციის უკეთ წარმოჩენის მიზნით. ამ ასპექტში ჩვენი გოგო-ბიჭები უფრო მომზადებულნი აღმოჩნდნენ. მათ ფინალური 6 თამაშიდან 5 თამაშში გამარჯვება მოიპოვეს და 18 ქულიანი სხვაობით სძლიეს ბორჯომელ თანატოლებს.

ჩემპიონ გუნდზე თასისა და ოქროს მედლების გადაცემის ცერემონიალი ემოციურ ფონზე წარიმართა. გამარჯვებულ გუნდს წარმატება პირველებმა ბორჯომელმა თანატოლებმა მიულოცეს. სიხარულს ვერ ფარავდნენ ჩვენი გუნდის თაყვანისმცემლები- პირველ რიგში, სკოლის დირექტორი ლია კუხიანიძე, სპორტის პედაგოგები ნუკრი ბზიკაძე, ბესიკ ჯანელიძე, მონაწილეთა მშობლები და ახლობლები.

აი ისინიც ჩვენი ოქროს გოგო-ბიჭები: მარიამ აბუთიძე, ნინო ფერცულიანი, დები ნინი და მარი გოგოლაძეები, ანანო ორმოცაძე, სანდრა გაბუნია, გიორგი ტყეშელაშვილი, მალხაზ ლორია, ლუკა სარალიძე, გიორგი ბენდელიანი, ლევან ქათამაძე, თორნიკე ქაშაკაშვილი; პედაგოგები- გვანცა სანებლიძე, რამაზ ხუხუა; მშობლები ნათია გოდერიძე და ზურაბ კაპანაძე.

წინ მსოფლიო ჩემპიონატია-გამარჯვებებით გევლოთ“,- ნათქვამია ქუთაისის N40 საჯარო სკოლის განცხადებაში.

 იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება