სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა
25-05-2017
-
+


Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში. 

პროგრამა გუგლი დედამიწა წარმოადგენს დედამიწის ვირტუალურ მოდელს, სადაც ჩვენ შეგვიძლია ახლოდან დავათვალიეროთ დედამიწის ნებისმიერი წერტილი. პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება.   

მაგალითად, თქვენ ხედავთ ქალაქ ნიუ იორკს და მის ცათამბრჯენებს, აგრეთვე შეგვიძლია თავისუფლად ვიმოგზაუროთ მის ქუჩებში. გუგლი დედამიწაში შეგვიძლია წინასწარ ვნახოთ სხვადასხვა ქალაქში რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის კუთხით, სად არის გადატვირთული მოძრაობა, და სად თავისუფალი.

პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრძის საზომ ერთეულებში, აგრეთვე გამოვთვალოთ მარშრუტის სიგრძე, რომელსაც ტეხილის ფორმა ექნება.  

პროგრამაში შესაძლებელია, აგრეთვე, ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორიებზე და შედარების გაკეთება თანამედროვე და ადრე არსებულ საზღვრებს შორის, მაგალითად თქვენ ხედავთ ძველი საბერძნეთის რუკას, რომელიც შედარებულია თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიას. 

გუგლი დედამიწას შეუძლია დაგვათვალიერებინოს ობიექტები არა მარტო 2, არამედ 3 განზომილებაში. მაგალითად, პროგრამაში შეგვიძლია სივრცულად ვნახოთ თავისუფლების ქანდაკება, რაშმორის მთა. მოვაწყოთ ვირტუალური ტური ვერსალის მუზეუმში და ა.შ. 

გუგლი არ დაკმაყოფილდა მარტო დედამიწის მოდელით და ამავე პროგრამაში შემოგვთავაზა კოსმოსში მოგზაურობა, კერძოდ ჩვენ შეგვიძლია დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ადამიანის ფეხის დადგმამდე ვირტუალურად ვესტუმროთ პლანეტა მარსს. 

ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია - ეს არის ე.წ. ვირტუალური რეალობის გუგლი დედამიწა. 

ვირტუალური რეალობა წარმოადგენს სპეციალურ სათვალეს, რომელშიც იტვირთება პროგრამა და საშუალებას აძლევს ადამიანს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებით იმოგზაუროს დედამიწის ნებისმიერ წერტილში. 

პროგრამა გუგლი დედამიწას, მართლაც, ამოუწურავი შესაძლებლობები გააჩნია და მისი მეშვეობით მნიშვნელოვნად შეიძლება ადამიანის თვალსაწიერის გაზრდა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება