სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

''დიდი მადლობა ყველას ვინც კი იშრომა და იღვაწა იმისთვის რომ, ჩვენი შვილებისათვის გაელამაზებინა კიდევ ერთ დღე'' - ვანის N2 სკოლის მშობელი
22-05-2017
-
+


ვანის მეორე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ემოციური წერილით ბოლო ზარს ეხმიანება:

''და, ჰა! ცვიოდა მარგალიტი ათასი და ათიათასი, თვალის მომჭრელი. სკოლის ეზო, ფოიე, დერეფნები, კიბეები სავსე იყო, ისინი მართლა არაჩვეულებრივად ბრწყინავდნენ. ბრწყინავდნენ დედებთან, დებთან, ძმებთან, მეგობრებთან, დამრიგებლებთან, საგნის მასწავლებლებთან ერთად და არ ჰქონდა ზღვარი მათ დინებას. რა ლამაზები, ჭრელები, სახენათელები, გულთბილები, გულწრფელები, გახარებულები... და ხარობდა ირგვლივ ყველაფერი სიყვარულით, სიყვარულის იყო ზღვა ვანის მეორე საჯარო სკოლაში, ემოციას ვერ ფარავდა დიდი თუ პატარა, ყველა ვიღაცას ან გულში იკრავდა ან ეფერებოდა - არც ერთ სფეროში არ არის საჭირო იმდენი შემოქმედებითი უნარი, ახლის ძიება, დიდი გამოძიება, რამდენიც აქ, სკოლის კედლებში სჭირდებათ მასწავლებლებს. სწორედ მასწავლებლების პასუხისმგებლობაზე, მათ შემოქმედებით უნარზე, პრინციპებზე, მაღალ პროფესიონალიზმზე არის დამოკიდებული ჩვენი შვილების მომავალი.

და ჩქეფდა ''გაცოცხლებული ისტორია'' ჩვენი სკოლის კედლებში. შარიშურობდა ფარჩა-აბრეშუმი, აჭარული ყაბალახი, სვანური ქუდი თუ ქამარ-ხანჯალი. ''ფერები ჭრელი, სურნელი ძველი, მზე მაინც მწველი, სიყვარულისთვის ლამაზი დღენი'' - ერთხელ კიდევ შეგვკრიბეს გაგვაერთიანეს, ხელი - ხელს, მშობელი - მშობელს, დიდი თუ პატარა, მხარი - მხარს და დაიძრა მსვლელობა სკოლიდან ქუჩებში, მოდიოდნენ ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები მოაბიჯებდა უამრავი მომავალი მხატვარი, არქიტექტორი, მეცნიერი, მწერალი... საბოლოოდ თავი მოვიყარეთ ჭყვიშში, ტაბიძეების სახლ-მუზეუმში, სადაც ლამაზი კონცერტი გაიმართა. დიდი მადლობა ყველას, ვინც კი იშრომა და იღვაწა იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისათვის გაელამაზებინა კიდევ ერთ დღე. მომავალი გამარჯვებების იმედით გევლოთ მუდამ! ყველანი მიყვარხართ და მეამაყებით.''

ავტორი: ვანის N2 სკოლის მშობელი - თიკო ლაღიძე

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება