სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ერთ პედაგოგს გამოცდაზე მაუსის შეტანა სურდა, ერთმა კი ჩხრეკა შეურაცხყოფად მიიღო - „პრაქტიკოსი მასწავლებლების გაყრა უნდათ“
02-11-2019
-
+


პროფესიული უნარების გამოცდაზე, პირველი დღის რეგისტრაციის პროცესს მცირე ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია.

175-ე სკოლაში მისულმა ერთ-ერთმა აპლიკანტმა ჩხრეკა პირად შეურაცხყოფად მიიღო და კატეგორიულ უარს ამბობდა, ხოლო ერთი პედაგოგი კი საგამოცდო ოთახში საკუთარი მაუსის შეტანას ითხოვდა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ორივე მასწავლებელმა პოზიციები დათმო, რის შემდეგაც მათ საგამოცდო ოთახებში შესვლის შესაძლებლობა მისცეს. 

ტესტირებაზე შესვლამდე პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილმა სამინისტროს მიდგომა დაუწუნა და საკუთარი უკმაყოფილება ღიად დააფიქსირა. 

როგორც მათ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარება არასწორია, რადგან ისინი წლების განმავლობაში სკოლაში ასწავლიდნენ. ახლა კი მათ ცოდნა ისეთი გამოცდით განისაზღვრება, რომელიც არც საგანს ეხება და რეალურად არც არაფერს განსაზღვრავს.  

„პრაქტიკოსი მასწავლებლების გაყრა უნდათ სკოლიდან, მაძიებლები ურჩევნიათ, ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან და რატომ არა. 20 წელია მასწავლებელი ვარ და დამიჯერეთ ბავშვთან ურთიერთობა და მიდგომა არ მეშლება, ეს გამოცდა კიდევ ისეთი საკითხების ცოდნას მოითხოვს რომელსაც რეალურად არავინ იყენებს სასწავლო პროცესისას“ , - განაცხადა ერთ-ერთმა აპლიკანტმა. 

„32 წელია მასწავლებელი ვარ და ეს ყველაფერი, რაც ხდება ნორმალური არ არის. ლაპარაკიც კი არ მინდა ამ ყველაფერზე“, - გვითხრა პრაქტიკოსმა პედაგოგმა. 

აპლიკანტების ნაწილი კი პროცესს პოზიტიურად უყურებს და ეგუება არსებულ მოთხოვნებს:

„მზად ვარ მივიღოთ მასწავლებლებმა ეს გამოწვევა, არ ვუყურებ ამ პროცესს უარყოფითად, საგნის გამოცდა უკვე ჩაბარებული მაქვს ახლა პროფესიული უნარების გამოცდაზე გავდივარ და იმედი მაქვს ჩემი მცდელობა წარმატებული იქნება“ .

„ვფიქრობ, ეს ჩვენი შანსია, სკოლაში მუშაობის გასაგრძელებლად. არ ვთვლი რომ გამოცდები ჩვენს ჩასაჭრელად არის გაკეთებული. ვფიქრობ, ყველა ეს ცვლილება საბოლოო ჯამში მასწავლებელთა კომპეტენციის ამაღლებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და საბოლოო ჯამში განათლების ხარისხის გაზრდისთვისაა“, - განაცხადა 175-ე სკოლაში მისულმა ერთ-ერთმა აპლიკანტმა.

იხილეთ ასევე:
„დახურული კითხვები გამიჭირდა, დამაბნეველი იყო“ - რთული იყო თუ არა პროფესიული უნარების ტესტები აპლიკანტებისთვის?

მასწავლებელთა გამოცდების საბოლოო პასუხები დეკემბერში გახდება ცნობილი

მასწავლებელთა გამოცდაზე პირველ დღეს აპლიკანტების 20% არ მივიდა - „ნაეკი“

„გათბობა ყველგან არის, ასევე უზრუნველყოფილია დამატებითი საკიდები“ - სოფიო გორგოძე რეგისტრაციის პროცესს 175-ე სკოლაში დაესწრო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება