TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრსა და საქართველოს ევროპული განათლების აკადემიას შორის მემორანდუმი​ გაფორმდა
01-11-2019
-
+


26 ოქტომბერს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ა(ა)იპ. ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორ გიორგი ფიფიასა და პარტნიორი ორგანიზაციის შპს. საქართველოს, ევროპული განათლების აკადემიის დირექტორ სერგო ჭიჭაღუას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი​ გაფორმდა, მხარეებმა ხელი მოაწერეს.

მხარეთა თანამშრომლობის მიზანია:

2.1. საქართველოს ა(ა)იპ ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრმა მემორანდუმის ფარგლებში აკადემიის სახელით განახორციელოს საპროფორიენტაციო, სარეკლამო, საქმიანობა აკადემიის კონტრაქტორი უკრაინის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის კონკრეტულად: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ზაპოროჟიეს ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში და საერთაშორისო კოლეჯში საერთაშორისო ეკონომიკურ ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სახელით ხელი შეუწყოს აბიტურიენტთა მოზიდვას, დოკუმენტების მომზადებას, უნივერსიტეტისა და კოლეჯის დებულებების შესაბამისად და წარმოადგინოს ევროპული განათლების აკადემიის ზუგდიდის კამპუსში, რომელიც არის უნივერსიტეტის ექსკლუზიური პარტნიორი და კონტრაქტორი მხარე საქართველოსა და კავკასიაში.

2.2.აბიტურიენტები მოზიდულ იქნას:
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ზაპოროჟიეს ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში და საერთაშორისო კოლეჯში საერთაშორისო ეკონომიკურ ჰუმანიტარული უნივერსიტეტში შემდეგ სპეციალობებზე:

  • საბაკალავრო პროგრამები - სამართალმცოდნეობა;ჰუმანიტარული მეცნიერება ფილოლოგია ინგლისური; ტურიზმი; აღრიცხვა და აუდიტი;მენეჯმენტი და ადმინისტრირება;ფინანსები საბანკო საქმე და დაზღვევა; მარკეტინგი; მშენებლობა და არქიტექტურა; კომპიუტერული ინჟინერია.
  • საერთაშორისო კოლეჯის პროგრამები - ეკოლოგია;მენეჯემენტი; ფინანსები საბანკო საქმე და დაზღვევა; ექსპერტ შემფასებელი; საერთაშორისო ურთიერთობები;ფილოლოგია;მარკეტინგი; ტურიზმი;ლოჯისტიკა;ინფორმაციული სისტემები და კომპიუტერული ტექნოლოგიები; ფარმაცია;მედდა; კბილის ტექნიკი.

2.3.საქართველოს ა(ა)იპ ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრს დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა ევროპული განათლების აკადემიის სახელით ამავე მემორანდუმის მე 2-ე პუნქტის 2.1; 2.2; ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შესრულების სისწორეზე.

2.4.საკონსულტაციო ბაზა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის, ზაპოროჟიეს ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტის და საერთაშორისო კოლეჯის საერთაშორისო ეკონომიკურ ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ოფიციალური ექსკლუზიური პარტნიორის საქართველოსა და კავკასიაში ევროპული განათლების აკადემიის მდებარეობს შემდეგ

მისამართზე ქ.თბილისი რამაზ შენგელიას ქ. №7; აკადემიის კამპუსი ზუგდიდში მეუნარგიას ქ.N16

გარდა ზემოაღნიშნული საქმიანობისა მემორანდუმის ფარგლებში აკადემია საქართველოს ა(ა)იპ ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრთან ერთად ითანამშრომლებს და განახორციელებს შემდეგ მნიშვნელოვან პროექტებს

ახალგაზრდობის,განათლებისა და კულტურის ცენტრი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის უმთავრესი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა,მათი ცნობიერების ამაღლება და განათლებისა და კულტურის კუთხით გაძლიერება, შესაბამისი საგანმანათლებლო-საკონსულტაციო საქმიანობის წარმართვა და აღნიშნული მიმართულებით პროექტების განხორციელება.

3.მემორანდუმის ფარგლებში საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია:

3.1.სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
3.2.საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა, კულტურული, ინტელექტუალური, სახელოვნებო და სხვადასხვა სასწავლო წრეების შექმნა და ახალგაზრდებისათვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება;
3.3.ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, თანასწორობის, რელიგიური შემწყნარებლობის, ტოლერანტობისა და მშვიდობის ხელშეწყობა;
3.4.თანამშრომლობა სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ; სკოლებთან, ფონდებთან ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
3.5.მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღებამდე.
3.6. მემორანდუმი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იქნება - ცვლილება იმ აბიტურიენტებს ეხებათ, რომლებმაც მინიმალური ბარიერი ყველა საგანში გადალახეს

სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგები და სია ცნობილია - ქულათა გათანაბრების ცხრილი

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება