| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის მუნიციპალიტეტის როკითის საჯარო სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო მუსიკის ოთხმა წრემ - „მეტი მუსიკა ბავშვებს“, „მუსიკა და ბავშვები“, „ჰარმინია“ და „ამფიონის ქნარი“.
საწრეო მუშაობაში ამავე სკოლის I, II, III და IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. ხელმძღვანელი მუსიკის მასწავლებელი ნუკრი კარკაძე გახლავთ.
წრე იმუშავებს პირველი სემესტრის განმავლობაში. სამუშაო შეხვედრა გაიმართება ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთია.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მუსიკის წრეზე მოსწავლეები შეძლებენ მუსიკალური ენის ელემენტების გამოყენებას, ისაუბრებენ მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების შესახებ, შეძლებენ შეასრულონ სიმღერა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. წრის მუშაობისათვის შედგენილია პროგრამა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. წრის მიზანია მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, მუსიკალური ხელოვნების შესწავლა და ვოკალური უნარ-ჩვევების დახვეწა.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს
შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“