| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის, გლოლის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „შოვის” წევრები ჭიორის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სტუმრობის მიზანი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის პრეზენტაციისა და თავისუფალი გაკვეთილის ჩატარება იყო.
ეკო-კლუბის წევრმა, მარიამ გიორგაშვილმა ჭიორელ მოსწავლეებს ნიკო კეცხოველი, სასკოლო პრემიის მიზნები და ამოცანები გააცნო.
სკოლები მომავალში საერთო აქტივობების ჩატარებასა და თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.
ლიკა ბიჭაშვილმა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე - „გლობალური დათბობა და მისი შედეგები” ჩაატარა. მოსწავლეებმა გლობალური დათბობის შედეგებზე ვიდეო და სურათები ნახეს და პრობლემის გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.
სკოლები შეთანხმდნენ, რომ გარემოს დაცვის მიზნით ელჩები თვითონ პატარები იქნებიან. სკოლები ყველას მოუწოდებენ, შემოდგომაზე ნახშირორჟანგის გამოყოფა შეამცირონ.
„მადლობას ვუხდით ჭიორის სკოლას ასეთი გულთბილი დახვედრისთვის“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო