ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს
მესტიის მუნიციპალიტეტის, ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.სკოლის აღსაზრდელები - გიგი არღვლიანი, ნინი თოდაძე, მარიამ საღლიანი, ნინო არღვლიანი მეორე ტურში გადავიდნენ. ანა არღვლიანი კი ათეულში მოხვდა.
სკოლის აღსაზრდელები „ეტალონმა“ სიგელებით დააჯილდოვა.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები