სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

იცით, როგორ გამოიყენოთ იუმორი სწორად გაკვეთილზე? - რჩევები
03-10-2019
-
+


რამდენად ხშირად მიმართავთ იუმორს სწავლების პროცესში? თქვენს სახელმძღვანელოებს იუმორის განყოფილება აქვს?

უცხო ხალხის იუმორის გაგება მათი კულტურის გაცნობისა და ენის შესწავლისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. შესაბამისად, იგი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც სწავლების ერთ-ერთი ეფექტური გზაა.

ყველა ეროვნების ხალხს განსხვავებული იუმორი აქვს. მოსწავლეებს თუ დაავალებთ კონკრეტული ერის „იუმორის არეალი“ გამოიკვლიონ, ეს უცხო ენის მარტივად სწავლაშიც დაეხმარებით. ამის ერთ-ერთი გზა კი ამა თუ იმ ქვეყნის სატელევიზიო კომედიური პროგრამების ნახვაა. მოსწავლეები უნდა დააკვირდნენ იუმორისტული ნომრები რა თემებზეა აგებული და თავიანთი ქვეყნის იუმორს შეადარონ.

როგორ გამოვიყენოთ იუმორი გაკვეთილზე?

მხიარული გამონათქვამების მოყოლა

მხიარული გამონათქვამების მოყოლა კარგი მოსასმენი აქტივობაა. ამისთვის მოსწავლეებს წინასწარი მომზადება არ სჭირდებათ. თუ გაეცინათ, ესე იგი ნათქვამი გაიგეს.

ათარგმნინეთ სახუმარო ფრაზები

სთხოვეთ მოსწავლეებს ხუმრობები თარგმნონ უცხო ენაზე. შექმენით იუმორისტული წიგნი და ჩააწერინეთ მათი ნათარგმნი ოხუნჯობები.


ხუმრობები და სტერეოტიპები

ბევრი სახუმარო "სხარტულები" ამა თუ იმ ქვეყანაზე, ხალხზე ან უბრალოდ სოციალურ კლასზე ფარულ ნეგატიურ სტერეოტიპს შეიცავს. სტერეოტიპების გამოკვლევა პრობლემის გადალახვის პირველი გზა შეიძლება გახდეს.


ციტატები იუმორისტული გამონათქვამებიდან

მოსწავლეები უნდა დაფიქრდნენ რას გულისხმობს ესა თუ ის ციტატა ხუმრობიდან და უცხო ენაზე დაწერონ თავიანთი აზრი.


იუმორისტული საიტები


როგორც კითხვითი აქტივობა, მოსწავლეებს დაავალეთ ​მოიძიონ ხუმრობები და კლასში მოგიყვნენ. დარწმუნდით, რომ შერჩეულ ვებსაიტზე განთავსებული იუმორისტული ფრაზები თქვენს საგაკვეთილო მასალასა და მოსწავლეების ასაკობრივ დონეს შეესაბამება.

ვიდეო

აჩვენეთ პოპულარული კომედიური შოუები. ისინი შეიძლება გამოიყენოთ როგორც მოსასმენი აქტივობა, ასევე ვიდეოს კონკრეტული მონაკვეთი, როგორც დისკუსიის საგანი. ბევრი სატელევიზიო იუმორისტული შოუ მდიდარია კულტურული ელემენტებით და ისინი თქვენს მოსწავლეებს ძალიან დააინტერესებთ.

შეეცადეთ კლასში მხიარული გარემო შექმნათ, თუმცა უფრთხილდით ქაოსს!

დაბალ კლასებში იუმორის გამოყენება საკმაოდ რთულია, რადგან ეს გარკვეულ საფრთხეს უქმნის თქვენს, როგორც მასწავლებლის და კლასის მენეჯერის სახეს მოსწავლის თვალში. ფრთხილად იყავით და არასდროს დაკარგოთ თქვენი მოსწავლეების პატივისცემა.  

იუმორისტული მასალისთვის სათანადო დრო უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, ის ეფექტური შეიძლება იყოს გაკვეთილის ბოლოს.

გახსოვდეთ, რომ ყველა არ არის ან ყველას არ უნდა მხიარული იყოს. თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ გულწრფელები. გჯეროდეთ, რომ იუმორით, როგორც ახალ კულტურასთან ინტეგრაციის გზით, თქვენს მოსწავლეებს ახალი ენის შესწავლაში ძალიან დაეხმარებით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება