სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე აღნიშნეს
01-10-2019
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე აღნიშნეს.

სკოლაში მოეწყო კუთხე სახელწოდებით - „აფხაზეთო, გამარჯობა შენი“, ასევე გაიმართა ლიტერატურული დილა დევიზით - „ჩვენ დავბრუნდებით“.

გამოიცა სკოლის კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი.  ფრენბურთში, ხელბურთსა და ფეხბურთში მინი ტურნირები მოეწყო.

„27 სექტემბერი ტკივილიანი, ცრემლიანი დღე ქართველებისთვის. ტკივილი, რომელიც უკვე ორ ათეულ წელზე მეტია განუკურნებელ იარად იქცა ენგურს აქეთა ქართველებისთვის. დღე გლოვისა, ამავე დროს იმედისა, ხოლო ენგურს იქით აფხაზებისთვის - დღე გამარჯვებისა. თუმცა, აქ თუ ომში დაღუპულ შვილებს იხსენებენ ქართველი დედები, იქ, ალბათ, აფხაზი დედებიც იტირებენ!...და თუ ჩვენც ვიტირებთ ომში დაღუპულ აფხაზებზე, ისინი კი ქართველებზე, ჩვენი შერიგება აუცილებლად მოხდება. პოეტის სიტყვებისა არ იყოს:
„გვჯერა, ღმერთი არ გაგვწირავს ქართველებს
ილორს თავზე დაადგება ნათელი,
როცა დრო ჩვენს დაჭრილ გულს გაამრთელებს
გაიხარებს აფხაზიც და ქართველიც...“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ჩხორიის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე ყოველ წელს აღინიშნება.

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება