სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სიახლეები

მოსწავლე, რომელმაც პირველმა გაიარა ახალი სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელი ტესტი izrune.ge-ზე
30-09-2019
-
+


ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე ახალი სასწავლო წლის პირველი „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.

თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეს - ნიკოლოზ თამარაშვილს დღეს სკოლაში განსაკუთრებული სიხარულით დახვდნენ, ის პირველი იყო, ვინც 2019-2020 სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელი ტესტი გაიარა. 

izrune.ge  ნიკოლოზს და მის დამრიგებელს ესაუბრა. გაგაცნობთ მათ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს.

ნიკოლოზ თამარაშვილი - თბილისის N71 საჯარო სკოლის IVდ კლასის მოსწავლე: 

„როცა izrune.ge-დან სკოლაში იყვნენ მოსულები და ტესტირებასთან დაკავშირებით გავიგე, მაშინვე დავრეგისტრირდი. ტესტირება ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი, სააზროვნო ტესტებია. საიტზე წინა წელს დავრეგისტრირდი და დღემდე აქტიურად ვიღებ მონაწილეობას. ტესტებს ხანდახან საღამოობით ვაკეთებდი, ხანდახან ჩვეულებრივად დილით ან შუადღით. ახალი სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელ ტესტის გაკეთება ძალიან მინდოდა, ვერ მოვითმინე დილამდე და ტესტი ღამე გავაკეთე. 

izrune.ge-ზე ჩემმა მეგობრებმაც იციან. ჩემი კლასიდან საიტზე ყველა არის დარეგისტრირებული. ტესტირებიდან შეკითხვებს გაკვეთილზე განვიხილავთ. ჩვენი ეკა მასწავლებელი ძალიან მზრუნველი დამრიგებელია, თუ რამეს ვერ გავიგებთ, გვეხმარება, დაფაზე გვიწერს და გვიხსნის. ტესტები ჩემს კლასელებსაც ძალიან მოსწონთ. სანამ სკოლას დავასრულებ, ტესტები სულ მინდა ვაკეთო. ტესტირებისას დედიკო გვერდით მიჯდება და მეხმარება. მასაც ძალიან მოსწონს izrune.ge-ს საიტი“.

ეკა მაისურაძე - თბილისის N71 საჯარო სკოლის IVდ კლასის დამრიგებელი:

„izrune.ge-ს მიმართ ძალიან კარგად ვართ განწყობილი და აქტიურად ჩართული. ჩვენ „მომავლის კლასი“ ვართ და ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ბავშვებს ძალიან  მოსწონთ და ტესტირებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად აქვთ ინფორმაცია. პორტალზე კლასი შარშანაც 100%-ით ვიყავით ჩართულები და წელსაც ასე ვართ. შეკრული გუნდი გამოგვივიდა. ხუთშაბათის ტესტის განხილვა აქტიურად მიდის. ბავშვები კლასში შემოცვივდებიან და მაშინვე შეკითხვებზე იწყება საუბარი. ძალიან ვცდილობთ, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართულები და მოვლენებს არ ჩამოვრჩეთ. ნიკოლოზი ზოგადად  ძალიან აქტიური, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობიანი ბავშვია. უპირველეს ყოვლისა კარგი ადამიანია, იცის მეგობრობა და რაც ყველაზე მთავარია, უყვარს მეგობრები. ძალიან ემოციურიც არის. ყოველ გაცემულ სწორ პასუხს თუ არასწორ პასუხს ძალიან განიცდის. ოქროს დიპლომი თუ მიიღო, აღფრთოვანებულია. ძალიან აქტიური და ყოჩაღი ბიჭია“.

„izrune.ge  ტესტირების ინოვაციური ონლაინ პლატფორმაა, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ პიროვნული განვითარების მამოტივირებელი ინდივიდუალური ტესტები გაიარონ. პორტალზე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი „წიგნიერების დღე“, ხოლო ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ!“ არის. მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტს, მშობლის ჩართულობით, ყოველი თვის ბოლო კვირას - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ აკეთებენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება