სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონსა“ და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
01-10-2019
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“, მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა და გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია გურიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სწავლა-განათლების პოპულარიზაციისკენ მიმართული ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, გურიის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები: ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი, ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე, ჩოხატაურის რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები. 

მემორანდუმის ხელმოწერამდე გოჩა ტყეშელაშვილმა დამსწრეებს „ეტალონის“ და izrune.ge-ს სიახლეები და შთამბეჭდავი სტატისტიკა გააცნო.

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ყალბი დიპლომის დამზადებისთვის რექტორს და დეკანს 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

„ააფეთქეთ“ სოცქსელები izrune.ge-ერთად - ვიდეოკონკურსში 3 გამარჯვებული გამოვლინდება

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია

შესანახი ყუთების შეძენამდე სკოლებმა კონკრეტული რეკომენდაცია უნდა ნახონ - სათავსო სპეციალურ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს

 

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„ექსკურსია იყო საინტერესო, შემეცნებითი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე“

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება