სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონსა“ და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
24-09-2019
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“, მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმის მიზანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სწავლა-განათლების პოპულარიზაციისკენ მიმართული ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების - მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები. მემორანდუმის ხელმოწერამდე გოჩა ტყეშელაშვილმა დამსწრეებს „ეტალონის“ და izrune.ge-ს სიახლეები და შთამბეჭდავი სტატისტიკა გააცნო. 

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება