სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სენაკელმა მოსწავლეებმა NASA-ს კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს
09-05-2017
-
+


სენაკელმა მოსწავლეებმა NASA-ში გამართულ კონკურსებში საკუთარი გამოგონებებისთვის პირველი და მესამე ადგილები მოიპოვეს.

''წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის'' მერვეკლასელებმა პირველი ადგილი დაიკავეს პროექტში - Cryogenics Challenge. მოსწავლეებმა შექმნეს ჯავშანი, რომელიც სხეულს, ან ნივთს მაღალი ტემპერატურისაგან იცავს და მესამე ადგილი დაიკავეს Thermal Design Challenge-ში, რომლის არსი იყო, ასევე, ჯავშნის შექმნა, რომელიც სხეულს, ან ნივთს დაბალი ტემპერატურისაგან იცავს.    

მერვეკლასელებმა გამომგონებლებმა ნათია შამათავამ, ლიკა კოკაიამ, ალექსი ტყებუჩავამ, გვანცა ჩიქოვანმა და დეა ჩიტაიამ ჰიუსტონში, NASA-ს კოსმოსურ ცენტრში უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.   
    
პირველი მაისიდან ისინი Space Center University-ის სასწავლო პროგრამაში ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ სენაკელი მოსწავლეები ამ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე პირველი ქართველი მოსწავლეები არიან.   
       
Space Center University-ის პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობასა და შეჯიბრში მონაწილეობდნენ და ამასთან, საშუალება ჰქონდათ, NASA-ს მუზეუმები და ღირსშესანიშნავი ადგილები დაეთვალიერებინათ.      
     
კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.       
     
პროგრამაში მონაწილეობისა და NASA-ში გამგზავრების შესაძლებლობა მათ ''ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში'' გამარჯვების შედეგად მიიღეს. 13 ფინალისტ გუნდს შორის სენაკელი მოსწავლეების გუნდმა ''Smart Kids'' პირველი ადგილი პროექტით ''გეოლოგიური საფრთხეები'' დაიკავა. მოსწავლეებმა მეწყერსაშიში ზონებისათვის გამოიგონეს ხელსაწყო, რომელიც სტიქიის მოახლოებას გრძნობს და დარეგისტრირებულ მოსახლეობას სმს-ის სახით შეტყობინებას უგზავნის.  
ახალგაზრდა გამომგონებლები საქართველოში გუშინ დაბრუნდნენ.

ქართველი მოსწავლეები ნასაში გაემგზავრებიან

სენაკელი მოსწავლეები ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

განსაკუთრებული ყურადღება პირველკლასელებს დაეთმო - მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება დირექტორმა ვერა ყურულაშვილმა და პედაგოგებმა გამორჩეულად მიულოცეს

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება