სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

არის თუ არა WhatsApp თანამედროვე სწავლის „ლინგვა ფრანკა“?!
19-09-2019
-
+


მანამ, სანამ ვისაუბრებთ პროგრამის WhatsApp-ის სასკოლო დანიშნულებაზე, მოდით, მის რამდენიმე ძირითად ფუნქციას შევეხოთ. WhatsApp-ს ძირითადად სმარტფონებში იყენებენ და მისი ფუნქციებია: ჯგუფური მიმოწერა, ვიდეოს, ფოტოს გაგზავნა და ა.შ. დღეს კი ტექნოლოგიურ გარემოში მასწავლებლებმა მოძებნეს „გამოსავალი“ და პროგრამა სასწავლო პროცესის ნაწილი გახდა. არის თუ არა Whatsapp სწავლების ეფექტური მექანიზმი? ზოგიერთი მასწავლებლის აზრით, პროგრამა დადებითად აისახება მოსწავლეთა ურთიერთობებზე.

თანამედროვე მასწავლებლისთვის მოსწავლეთა „სმარტფონები“ ძირითადად პრობლემაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მობილური მაინც სწრაფად მკვიდრდება, და მათ შორის, როგორც სწავლების ინტეგრირებული საშუალება. მსგავსი მოვლენები ვითარდება WhatsApp-ის შემთხვევაშიც. დღეს იგი ერთ-ერთი ცნობილი პროგრამაა და სწორედ ამის გამო მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს მისი გამოყენება, როგორც კომუნიკაციის მექანიზმი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის - საკლასო ოთახსა თუ მის გარეთ.  

დავიწყოთ დაწყებითი კლასებით. მოსწავლეთა ძირითადი პრობლემა მართლწერა და პუნქტუაციაა. იტალიის ერთ-ერთი პროვინციის, პიზას დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ანა მარიანმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სოციალური ქსელების მომხმარებლებს.იგი სთხოვს მშობლებს, მხოლოდ ხუთი წუთით, შუადღის განმავლობაში, მობილურები ათხოვონ შვილებს. ისინი მასწავლებლისგან მიიღებენ მოკლე შეტყობინებას, რომელზეც პასუხის გაცემა მათ არ გაუჭირდებათ. რამდენიმე მიწერილი სიტყვა საკმარისია შედეგის მისაღწევად. ბავშვები წერენ და უზიარებენ ერთმანეთს სიტყვებს, სავარაუდოდ, მართლწერის ხარვეზებით. მობილურში კი ჩართულია შეცდომების ავტომატური შესწორება, რომელიც ეხმარება მათ აღიქვან დაშვებული შეცდომები. მასწავლებლის აზრით, მსგავსი კომუნიკაცია ეფექტურია მაშინ, როდესაც ის მაქსიმალურად ინტეგრირებულია სასწავლო პროცესზე.

ანა მარიანს მოჰყავს WhatsApp-ით კომუნიკაციის მაგალითი:

ლუიჯი: გამარჯობა, მასწავლებელო. მე თან მექნება: წიგნი, საწერი კალამი და სასკოლო ჩანთა.
მასწავლებელი: გამარჯობა, ლუიჯი. როგორ ხარ? მოხარული ვარ, რომ დღეს ასეთი მომზადებული მოხვედი.

ბოლონიის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მასწავლებელი კარლა ასევე აქტიურად იყენებს WhatsApp-ს, რათა ბავშვებმა ყურადღება გაამახვილონ დღის განმავლობაში ნაკლებად გამოყენებულ სიტყვებზე. ყოველ საღამოს მასწავლებელი მოსწავლეებს უგზავნის შეტყობინებას - გამარჯობა, ბავშვებო. დღევანდელი სიტყვა არის უფსკრული, რომელიც ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ადგილს ფსკერის გარეშე. კარლა ფიქრობს, რომ ამ მარტივი ქმედებით ბავშვებში გააღვივებს უცხო ენების ინტერესს და ისინი გაიაზრებენ დღის განმავლობაში გამორჩენილ ნიუანსებს. 

ბენევენტოს საშუალო სკოლის მასწავლებლის მარია ტერეზალუონგოს ინციატივითაც ბავშვები ჩართულნი არიან WhatsApp-ის ჯგუფებში. ამდაგვარი მიდგომა კი მოწონებულია ყველგან, სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ - ახსნა მარტივია. ბავშვები პროგრამაში აზიარებენ დავალებებს, ფოტოებსა და ჩანაწერებს, თუნდაც მათთვის, ვინც სკოლა გააცდინა. ასევე, ჯგუფებში იწერება ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ, რომლებიც ბავშვებს დღის განმავლობაში გამორჩათ.ინიციატორთა აზრით, მსგავსი მასშტაბური მიდგომა ზრდის ბავშვების ჩართულობას სასწავლო პროცესში და აუმჯობესებს მოსწავლეებს შორის ინტერაქციას. 

მოკლედ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სმარტფონი და მისი პროგრამები, მაგალითად WhatsApp, ყოველთვის არ არის ბავშვის ყურადღების გაფანტვის საშუალება და იგი შესაძლებელია სასარგებლოც აღმოჩნდეს, როგორც სასწავლო პროცესის და მოსწავლის განვითარების დამხმარე ეფექტური მექანიზმი.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

თბილისი-ბათუმი - 13 და 20 ივნისს Izrune.ge პროექტის კაშკაშა „ვარსკვლავებს“ დიპლომებსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს

როგორ გამოვთვალოთ სტუდენტისთვის ბინის შეძენის ბიუჯეტი

„ყველასთვის სავალდებულოა - ჩააბაროს გამოცდა და გაიაროს 60-კრედიტიანი პროგრამა“...

ახალი მეთოდური სახელმძღვანელო გამოიცა - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება სავსე იყო ემოციებით, განშორების სევდითა და ახალთან შეხვედრის მოლოდინით

მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და სიღრმისეულად შეისწავლეს სულხან-საბა ორბელიანის იგავი „ორი ამხანაგი“

პროექტის სულისჩამდგმელს, ვაზგენ მასწავლებელს კი, უდიდესი მადლობა ეკუთვნის იმისთვის, რომ მან გაკვეთილი შემოქმედებით დღესასწაულად აქცია

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება